ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2016


****

მე ცოდვილი ვარ და ამ ცოდვებს ვერ ვინანიებ,
ვწერ უთავბოლოდ და ოცნება გამომელია,
ლექსებით ვამსხვრევ გარს შემორტყმულ რკინის გალიებს,
დრო და დრო ვხვდები მოსვენება არ მიწერია,

მე უღირსი ვარ,ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი,
ეს დედამიწაც ვეღარ იტევს ამდენ უსაქმურს,
ვერ მივატოვე ეს პლანეტაც ისე ადვილად
როგორც მეგონა და ვაგრძელებ მაინც უსახურ

ყოფას, რომელიც გაძლებაა უფრო დღეების.
საკუთარ თავთან ყოველ ღამე ისე ვმარცხდები
რომ ვერ ვიჯერებ ლურჯი ზეცის სამოთხეობას,
მაგრამ ძარღვებში,ატალღული სისხლი არ ცხრება

და არ მანებებს რომ თვალები დაბლა დავხარო...
ძმაო ჩვენ ერთი სატანჯველი ავიკვიატეთ,
ვერ მოვიშალეთ უმიზეზო ღამის თენება,
და ვერ ვირწმუნეთ ლურჯი ზეცის ის სიდიადე

რაც სხვებს აბრმავებს,ჩვენ პირქუში ღამის შვილები,
წვერთ,გვიხარია,უფრო მეტად ტკივილს ვიგონებთ,
არ შეგვიძლია შევიტანოთ რამე ცვლილება
ჩვენს სამყაროში,დაწერილი ლექსის სტრიქონებს

ბავშვივით ვუვლით,ვუალერსებთ,ვეფოფინებით,
ჩვენ შევიშალეთ,არა უშავს ვინ არ შეშლილა?!
გზას მივიკვალავთ,უხეშად და დედის გინებით,
ვერ დავიოკეთ,ვერ გავაქრეთ ლექსის შიმშილი.
მე და შენ ძმაო უბადრუკი პოეტები ვართ !







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები