ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2016


წვიმა,თხილი და ,,ოტკა,, ...(ჩემ მიმოფანტულ ბავშვობის ძმაკაცებს)

წვიმა.თხილი და ,,ოტკა,,,
ძაღლი გადარბის მინდორს,
გაღმა  მოხუცი მოკვდა,
ჩვენ  რომ  ვმღეროდით იმ  დროს.

ჩვენ რომ სიმინდებს  ვწვავდით
ამომავალი მზიდან,
ბაბუაჩემი წალდით
ბოსტნის ჭიგოებს თლიდა.

ერთი ძმა  გვყავდა  გიგი,
ზარმაცი ,ძილისგუდა
ბეჭები ქონდა  დიდი
და პირველობდა მუდამ.

ჩვენ რომ  ვმღეროდით ძუსის
გადაღმა,მოჭრილ ბალთან.
ის გაგვეპარა  რუსის
მარწყვისტუჩება ქალთან.

ის  დღე  იყო და ...აუ,
რაც ჩვენ გადაგვხვდა მერე,
რომ  მახსენდება ,თავო,
ყრმობა ლექსებში ვწერე.

წლები წავიდნენ,გაქრნენ
ჩემი ბავშვობის ძმები,
ზოგი – იქ,ზოგი –აქეთ,
რა იშვიათად ვხვდებით.

რა იშვიათი ტრფობა
გვაკავშირებდა მაინც:
იყო ლექსი და თრობა,
და  რა თქმა უნდა –ქალიც!




















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები