ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2016


ქ ი ნ ა ქი ნ ა ო.

      ქ ი ნ ა ქ ი ნ ა ო

დარდმა ჩამხედა თვალებში,
ძალიან  შამაშინაო,
ტკივილიც  შამამეჩვია,
გულში  დაიდვა  ბინაო.
ვერც  სანუგეშო  რა  ვნახენ,
ფიქრს  მივეძალე  ტყვილაო,
თურმე,  წლებ  შემამლევია,
სამარეც,  გზა-გზა  თხრილაო.
ზეცამაც  გამომიგლოვა
და ცრემლი  ჟინჟლა,  წვრილაო.
ვიყურებოდი,  შორს  სადამ,
ვაგროვე  ქინაქინაო,
გონი-გონ  შამორუალმა
იმედმა  ტკივილ  ხშირაო.
თავს  მედგნენ  დობილ-ძმობილნი,
ვით  ცაზე  თეთრი ირაო,
მანუგეშებდნენ,  ამბობდენ
ჩვენ  ვცვალეთ  შენად,  კი  რაო.
ის  კი,  ვერ  გაითავისეს,
სიკვდილს  უხადეს  გირაო,
აქითაისაკ  მაბრუნეს,
დღეზე  დღე  მიდვეს  წკირაო.
მე , უმაგათოდ  აქამდინ,
შამჭამდა,  მიწა გრილაო.
დავიწყებულას  ხანდახან
ცრემლთ  ჩამოღვენთდა  ცვილაო.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები