ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ფრიდონი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2016


გლოვა და სიხარული ერთ დღეში

გლოვა

მრავალი ვნებით ვირთობდი სხეულს,
შურით,ტყუილით,სურვილით სიძვის,
კიდევ კარგი რომ სული არ მთმობდა,
მადლობა ღმერთო! სული კვლავ იბრძვის..
დღეს მე ხურჯინი ცოდვებით ვავსე
ვფიქრობ მავასწრო სანამ მზე ჩავა,
მალამოს ნაცვლად, შხამად მომედო
მშობლიურ მიწის ნანატრი ჰავა,
თითქოს სამი წლის წასულს აქედან,
მახეს მიგებდა სატანა გრძნებით,
ვერ გავუძელი მის ცდუნებებს და
ვფიცავარ ახლაც,წერის დროს ვლპები..
სტრიქონს ბოღმით ვწერ, მაგიერ მელნის
საყვარელ ხალხსაც ბოღმა ვანთხიე,
დაცემის შიშით დამიფრთხა ძილი
სინდისთან ერთად მეც გავათიე..
ვტირი!ცოდვები ჩამომდის ღაწვზე,
დღეს რაც ვთქვი იმით კვლავ მიყროლს პირი,
გულის მოგლეჯვას ვხვდები ვერ შევძლებ
რა დამრჩენია?! ვზივარ და ვტირი...
გონებას იპყრობს მცდარი ფიქრები
ვატყობ,რომ მალე გულამდეც ჩავა
თითქოს ხელს ვაწერ,რომ ჩემი სული
სიკვდილის შემდეგ ქარ-ცეცხლში წავა.
ნაცნობ კედლებში ვზივარ და ვხედავ,
ნაცნობი ხალხის ნაცნობსვე მზერას
ვაჩვენებ მათ ჩემს მომღიმარ სახეს,
სულის გადაშლას ვერ ვბედავ ჯერაც.
ბრძენთაგან თქმულა,შორს მყოფი კაცი
განწირულია საკუთარ სახლში,
რადგან მათ ძნელად თუ მიახვედრებ,
რომ ახლა სულ სხვა დაგიქრის თავში..
მარტო ვეღარ ვძლებ,ამიტომ ვყვირი,
მუხლმოდრეკილი კვლავ შვებას შეგთხოვ,
გთხოვ არ დამსაჯო,შენც არ დამტოვო
სულ დარჩი ჩემთან,მიშველე ღმერთო..
ასე ვამთავრებ მლიქვნელის სიტყვას,
აფერისტობის ავყარე მტვერი,
ყველაზე ცუდი ის არის მაინც,
რომ ჩემი თავის, თავად ვარ მტერი...
21.07.2016
სიხარული

დღეს აისს შევხვდი,ვუმზერ მთის მწვერვას
სახეს ეცემა პირველი სხივი,
მადლობა ღმერთო რომ გამითენე
სიხარულისგან ხმამაღლა ვკივი..
აი სულ მალე ცხრავე გაოჩნდა
მე შევაგებებ ცხრაჯერ სამ ღიმილს
სიცოცხლე მოდის და აქრობს უცებ
განვლილი ღამის ყოველგვარ ტკივილს,
ვხედავ ეზოში ვარდისფერ ყვავილს
და მასზე ვცეკვავთ მე და ფუტკარი
ყოველი სხივი მაბედნიერებს
ბედნიერი ვარ!ყველას უთხარით..
სულ ერთ საათში გაბრწყინდა ზეცა
მეც გამიბრწყინდა მთვლემარე თვალი
მუხლი გამაგრდა წამოვდექი და
მადლობას ვუხდი ღმერთს მუხლდამდგარი,
ზოგჯერ ცხოვრებას ტკივილი ახლავს
მაგრამ აისი ღიმილს გვპირდება
დაცემის შემდეგ უნდა წამოვდგეთ
და ყველაფერი კარგად იქნება ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები