ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
3 სექტემბერი, 2016


ცხოვრება-ომი

ბრუნავს პლანეტა უთავბოლოდ,დაუსრულებლად,
მიდიან წლები,თაობები ქრება უკვალოდ,
საბედნიეროდ,აქ გმირები კვლავ მეგულება,
საბდენიეროდ დღემდე დადის ჩვენში უფალიც,

და თუ ომია ეს ცხოვრება დაე ვიომოთ,
თუნდაც შიშველი ხელებით და მართალი გულით,
და როგორც სიკვდილს დასცინოდა გალაკტიონი,
და როგორც მირზას ოცნებები არ დაკარგულა,

იმ ბრძოლის ველზე,გადმოლახა დრო და მანძილი,
დღემდე იმედად ხომ კაშკაშებს ყველა გმირობა,
იმედად ხვალის გადარჩენის და გულს ამძიმებს,
ვერგასროლილი,ვერნათქვამი,ლექსი ჭრილობად.

გაივლის წლები,გადაყლაპავს  კიდევ თაობებს,
დრო,დრომოჭმული,უსახო და უკიდეგანო,
დააცალკევებს  გმირებსა და არარაობებს
და ვაი იმათ ვინც შეშლილებს ვერ დაემგვანა...

ბრუნავს პლანეტა,სხვა რა გზა აქვს უნდა იბრუნოს,
ჩვენც ვომობთ,მაგრამ გამარჯვება არ გვიწრია,
და საბოლოოდ მძიმე კარი რომ გავიხუროთ,
რა ადვილია, სათქმელად და როგორ ძნელია

როცა მიდიხარ,მიდიხარ და არ დაბრუნდები,
მიდიხარ უკვე ვალმოხდილი და გული გწყდება,
რომ ამ პლანეტას უფრო დიდხანს ვერ გაუძელი,
და რომ თავიდან ,ამ ლექსივით ვერ დაიწყები.



















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები