ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2016


მოსაწყენია

მოსაწყენია,პოეზიაც მოსაწყენია,
ღამე,მთვარე და ეს აფსურდის მთელი თეატრიც,
რომ ვერ პოულობ პლანეტაზე ვერცერთ შენიანს
გინდა რომ ზეცას-ვარსკვლავივით, მკერდზე შეადნე,

დაგღალა აწმყომ,წარსულმაც და უფრთხი მომავალს,
ყალბია ყველა,ყველაფერი არის სიცრუე,
საკუთარ თავში ბავშვს დაეძებ ცელქს და ონავარს,
სასახლის ნაცვლად, ჩამოგენგრა თავზე ფიცრული,

აღარც წასვლა ღირს,არც დარჩენა არ შეგიძლია,
რა აზრი ჰქონდა დაბადებას?(ღმერთს რას გაუგებ?!)
ომი დასრულდა,მაგრამ აქ ხომ ისევ ისვრიან,
შენ,ამ ხმაურში შენ თავთნაც ვერ ისაუბრებ...

მოსაწყენია,პოეზიაც,ომიც,სიკვდილიც,
უადგილოა არსებობაც გარეშე მიზნის,
ნირწართმეული,შენს ბავშვობას ისევ მისტირი,
ისევ მიიწევს ხევებიდან მთებისკენ ნისლი,

შენ დაამთავრე,საბოლოო დასვი წერტილი,
მაგრამ ეს ღამე ჯერკიდევ არ დასრულებულა,
ტირილი გინდა,მიზეზს ეძებ,მაგრამ ვერ ტირი,
და სიკვდილისგან სამუდამოდ დავიწყებული

ისევ აქ ხარ და კიდევ დიდხანს ასე იქნება,
შენ,თავისუფალ-უუფლებო პოეტს მაგონებ,
თავს ნუ იტანჯავ,მოიცილე ძველი ფიქრები
ალბათ ოდესმე ჩამოივლის შენი ვაგონიც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები