ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: საბავშვო
27 ოქტომბერი, 2016


წ ი გ ნ ი


    წ ი გ ნ ი

წიგნმა  თქვა
რაღაც  ვერა  სჭირს
ამ  საუკუნეს  კარგადო.
უგუნურთათვის
აღმოვჩნდით
ეხ, უსარგებლო  ბარგადო.
ინტელექტს
ჩვენ  ვასაზრდოვებთ
ცნობადობს  ვინაც საღადო.
ინტერნეტს  მიჯაჭვულები
გონს  იბეცებენ  თავადო.
ვიცი ინანებს
სულ მალე
ტანზე  ვინც  ობი  დამადო,
ვინაც  ხელს  მკიდებს
მას  სიბრძნეს,
მე  სულ  სხვაგვარად  გავანდობ.


            და–ძმა

ზის  ოთახში ნიკოლოზი
ჩაჰკირკიტებს  წიგნებს,
ხელოვანთა აზრებისკენ,
გზას  ნელნელა  იგნებს.

ყველაფერზე  პასუხი  აქვს,
აღარცა  სვამს  კითხვებს.
ქრისტინე  კი,  მერამდენედ
უთვალთვალებს  ციფრებს,

ვერაფერი ვერ  გაუგო,
თავს  ვერაფრით  იქცევს,
ნიკოლოზის  ყურადრებას,
ვეღარაფრით  იქცევს.

მივიდა  და  ჩაეხუტა
თავი  მისცა  ფიქრებს.
ძმაო,  კითხვას  თუ  მასწავლი,
დაგეწიო  იქნებ. 

შენ  კი,  ჩემით  იამაყებ,
წიგნს  შევმატებ,  ნივთებს,
მეც  შენსავით  მოვუყვები,
დედას ზღაპრებს,  მითებს. 



დედამ  მითხრა:
სიბრძნეს  წიგნი,
სულ  სხვაგვარად 
გითხრობს,  გამცნობს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები