 | ავტორი: ანემონე ჟანრი: პოეზია 25 ივლისი, 2016 |
ეს ჩემი შიშია, რომელსაც მარტო ყოფნა უყვარს, დანებება უყვარს, ქარში გაუნძრევლად დგომა უყვარს, ტკივილის გათეთრება უყვარს. არადა ნებისმიერი რამის შიში – სიკვდილის იქნება ეს, თუ მწერების, სიბნელის , თუ ცარიელი მაცივრის შიში , სახლში არ უნდა მიიტანო და ლოგინის ქვეშ არ უნდა დამალო, არც სასმელის ჭიქაში უნდა ჩატენო, არც ჭერზე ჩამოაკონწილო არც სართულიდან თავდაყირა გადაკიდო. ის უნდა გაიტანო მზის შუაგულში და გამოაშრო ნამისგან. ხალხში უნდა გაფანტო და დაარიგო, ავტობუსში შეიტანო და კონტროლიორს შეამოწმებინო, მეტროში ჩაიტანო ,ნესტმა დაუბეროს, შეყვარებულის წერილში ჩადო , მეგობრის ხელის მტევანში გაშალო, შვილების სიცილში გაანაწილო, ყველგან , სადაც სინათლე წვდება. მხოლოდ ჩემი შიშია, რომელსაც მარტო ყოფნა უყვარს და ვერაფრით გადავაჩვიე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო. :)
მომეწონა. ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო. :)
მომეწონა.
5. რიჩარდ ბროტიგანის სტილს მივამსგავსე.......
საინტერესოა!! რიჩარდ ბროტიგანის სტილს მივამსგავსე.......
საინტერესოა!!
3. სავსე მაცივარზე შენი კომენტარის მერე ვფიქრობდი,ნეტავ რატომ ტქო და ძლივს რა აი,თურმე რატომ :))) :*
სავსე მაცივარზე შენი კომენტარის მერე ვფიქრობდი,ნეტავ რატომ ტქო და ძლივს რა აი,თურმე რატომ :))) :*
2. განიავებული (გასანიავებელი) შიშები -ვის არ გვქონია.
ისე, რომ იცოდე, სავსე მაცივარიც ძალიან საშიში რამაა :)
განიავებული (გასანიავებელი) შიშები -ვის არ გვქონია.
ისე, რომ იცოდე, სავსე მაცივარიც ძალიან საშიში რამაა :)
1. ვერაფერი გავიგე... ვერაფერი გავიგე...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|