ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნა მანიანი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2016


ჯერარდაწერილი ლექსის ნაწყვეტები I (წერილები ნილს)

ნილ, ვაგვიანებ წერილებს ისევ,
ჩვენს აივანზე უჩვეულოდ წვიმს ყოველ ღამით,
გაუხუნდათ რიკულებს ფერი,
მე სულ ტყუილად ვდებდი პირობას,
რომ შევღებავდი, გავაახლებდი
და მათთან ერთად მეც ვხუნდები 
და ემოციებს უცივდებათ
პირველი გემო.
ახლა კი მოგწერ,
ყველაფერი რომ სიცრუეა, გარდა იმის
რაც უკვე იყო, და რაც იყო დღეებს დარჩათ,
დარჩათ ღამეებს და წვიმა რეცხავს 
მოგონების კედლებიდან.
გახსოვს, მდინარის სათავესთან 
ნაპოვნი ვიწრო და დაკიდული ბილიკი
მთაზე?!
ცა იყო მუქი, ჩვენ კი ყოველთვის
წარმოვიდგენდით ლურჯს და მდელოსაც
ქვისფერი ედო სიმწვანის ნაცვლად.
შენ იღიმოდი, ნილ 
(მე კი ოდესმე დავხატავ ღიმილს)
გახსოვს ის ნაძვი, პატარა და დაუცველი
კლდიან ფერდობზე, მითხრეს გახმაო ,
ტყუილია, ნუ დაიჯერებ.
ასე ხდება ბევრს ვსაუბრობ 
როგორც ყოველთვის, 
და თუმცა სათქმელს ვერასდროს ვამბობ,
(თითქმის ვერასდროს)
ჩემს უხვსიტყვიან დუმილს გიძღვნი, 
ვიცი, გამიგებ 
იშვიათად ვხედავ სიზმრებსაც და 
დასაწერიც არაფერია,
კოშმარებზე ახლა ვინღა წერს 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები