ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: საბავშვო
29 ივლისი, 2016


გულმოსული

უკვე დიდი ბიჭი ვარ და
ნუ მეძახით ბარტყოს!
_ბარტყო, ლექსი მოგვიყევი!...
მე ვბრაზდები, მატყობთ?
წუხელ ერთი კარამელი
რომ მომეცით მარტო,
იქნებ ჩემი პატარა და
ჩემზე მეტად ნატრობს?!
მერე რა, რომ არ ეჭმევა
კამფეტი და თხილი?
შევუგროვებ!
სადაცაა ამოუვა კბილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები