ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2016


ამბობენ

ამბობენ, არ ვარგა, როდესაც ტკივილებს
გამოფენ საჯაროდ
და უფრო ღონდები.
ღია სარკმლიდან რომ სიჩუმე იყვირებს
და შენ გეგონება, რომ კვლავ მეორდები.
მაგრამ წამალია მაინც ლაპარაკი,
გულის სიმძიმეთა გარეთ გადმოწყობა,
როცა ზაფხულობით გიხმობს აგარაკი,
მუქი, ტკბილი ყავა, თვლემა და მოთხრობა,
ძველად, ბავშვობაში გულს რომ გიხარებდა,
ფურცელს გადაშლი და ხვდები: მეორდები,
გულზე მძიმე ლოდებს რაღა ესაქმება,
მოდი, რაღაც ისე რწმენით გელოდები...
შენთან დავიფერთხავ გულის სიმძიმეებს,
გთხოვ, არ შემიჩვენო ღია ჭრილობები...
ერთად ვუმკურნალოთ ფუჭად ჩავლილ დღეებს,
მერე, ალბათ, ასე აღარ დავღონდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები