ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2016


ვიმოგზაუროთ...

მიზერულია ეს ცხოვრება
თუ უკაპიკოდ,
საკუთარ სახლში გამომწყვდეულ
ოცნებებს ყიდი,
მე არ მგონია ოდესმე რომ
ისე გამიგო,
გამხმარ ყვავილებს გამოუჩნდეთ
შიშველი კვირტი.

შავთეთრ ფილმებში გადაღებულ
გზაჯვარედინებს,
გამოალურჯებს,დაელოდეთ
დანტე სპინოტი,
უკანა რიგში,მე შენს კოცნას
კი არ ვაპირებ,
არამედ წასვლას,ინდოეთში
დიდი სპილოთი,

რომ გადავცუროთ ზღვა კი არა
ინდი თუ განგი,
მერე ბულგარეთს მოუაროთ
შორიახლოდან,
ჩვენი მომავლის მოსახდენზე მოგვიყვეს
ვანგამ,
როგორ ღალატობს ლეოპოლდის ჩემთან
შარლოტა.

შენ ვანგას ნათქვამს დაიჯერებ და წახვალ
იქეთ,
მოძებნი ხარს და ამხედრდები._წახვალლ
ლაოსით,
გაფანტულ წყენას შემოაბამ საპალნე
წიკებს,
და ბრძნულ საუბარს წამოიწყებთ,
შენ და ლაო ძი.

შენ ეტყვი ლაო,ჩემს ცხოვრებას
ერთი ნაკლი აქვს,
ამიტომ ვერ ვარ გამართული ფართოდ
მყესებში,
მე მიყვარს კაცი,ხანდახან რომ ძლიერ
აკლია,
გვერდით მდგომარეს,სხვაგან მეძებს,
-თავის ლექსებში.

ის შეიჭმუხნის ბრძნულ სახეზე მობრძენო
ნაკვთებს,
და შეადარებ მის ლაღ სიტყვებს, გაფრენას
ჩიტის,
ის გეტყვის_ ალბათ ეგ კაცუნა ხანდახან
აფრენს,
იჩქარე,ახლა, ალბათ უკვე ხელიდან
მიდის,

მერე ზეცაზე გამოქაჩავ მღვრიე
პასტორალს,
ჩემს სათქმელს გეტყვის ტარაები,მკვდრები
ბუდები,
აქ დაბრუნებულს გეტყვიან რომ თოკმა
ამწონა,
და უწონადო ამ ჩემს სიკვდილს
ჩაეხუტები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები