ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: რუს ბრისენდენ
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2016


სონეტი

როგორ უეცრად მოითენთა, როგორ დანებდა...
გასაკვირველად მწყობრი წყება მძიმე სევდათა,
ვიდრე დაჭრილ სულს გრიგალებით გადასერავდა,
პოეტი სულ სხვა სიმაღლეთა პყრობას ბრძანებდა

და ბოლოს მაინც მინელებულ აწმყოს მინებდა,
რადგან შედევრი შესაფერის დროს უფარდდება –
გაბუქებულად გამუქებულ შუშის ფარდებთან,
თუ ფარდად ქცეულ და ბლაგვადქმნილ სათუთ მინებთან.

ყველა ბჭესთან და კარიბჭესთან, ყველა მიზანთან,
აწმყო თვალუწვდენ ბარიერად ამოიზარდა

და სადაც  ბრკე და დაბრკოლება არის ამდენი,
გინდ გაპოეტდე, გამეფდე და გინდ გამისანდე,
ვიდრე მიაღწევ მიუღწეველ სხვისთვის მიზნამდე,
გაგტანჯავს აწმყო, გაცისფრებულ ცრემლის დამდენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს