ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2016


მ ო ხ ვ ე დ ი? (ექსპრომტი)

მოხვედი?
რა  ხანი  გელოდი,
დავღალე  ქარები,
საშენო  თხოვნებით.
ქარს მიაქვს
ფოთლები , ოქტომბერს,
ხიდანაც,  ჩემფერი  ცხოვრების.
მტკვრის  სიოს,
მივანდე  ფიქრები,
მოტკბო  და  საშენო.
ეს  ქვიშის  სასახლე,
ან  ქარის  წისქვილი,
მითხარი,  როდემდის,
  რამდენ  ხანს,
უშენოდ,  სადამდე  ვაშენო.
იქნება წავიდე
ან  მითხრა  საითკენ,
გზა  ჩემი,
უფერო,  უმზეო,  უგემო,
იქნებ  შენ, 
ისევ  შენ  მაჩვენო.
ან  ფეხი  დამიდე,
დავეცე,
რომ  წამომაყენო.
ფიქრები,  ფოთლებთან,
ქარებთან,
მითხარი,  როდემდე  ვაქვეყნო.
აჩქარდი.
თორემ  აქ, 
მზე  ბრაზობს
უთქმელად,
ძლივს  სუნთქავს  თბილისი.
და  მიჭირს
და  მიჭირს,
აქ  ეულს,
გარწმუნებ,  გარეშე  თილისმის.
მოგელი,
მუდამაც  უცვლელად,
ერთადერთს,
ამ  გულის  შერჩეუს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები