 | ავტორი: თეა თაბაგარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 აგვისტო, 2016 |
უცებ გამეფიქრება და მიკვირს - მამა მალე 60 წლის ხდება. ამ ასაკში ხომ ბაბუები არიან. მამა ბაბუა? ჰო, თან ბაბუაცაა. და ვეუბნები საკუთარ თავს, თეა, შენ უკვე დიდი გოგო ხარ. მამა კი, შენი პატარა ბიჭის ბაბუაა. არაჩვეულებრივად უგებენ ერთმანეთს, ფაქტობრივად, ძმაკაცები არიან. მამას არასდროს უთქვამს, რომ ყველაზე მთავარი იმედი ვერ გავუმართლე. არადა, ვიცი, რომ ასეა. თუმცა, ისიც არასდროს უთქვამს, ჩემი დიდი იმედი რომ ჰქონდა. ესეც უთქმელად ვიცოდი. არადა, ყოველთვის მინდოდა, მამა მამაზე მეტად მეგობარი ყოფილიყო. ჰო, კიდევ, ბავშვობაში ძალიან მინდოდა, უფროსი ძმა მყოლოდა. თუმცა, მყავდა 2-3 წლით უმცროსი და, რომელიც ჩემს ცნობიერებას ძალიან მცირე ასაკიდან ერთ მტკივნეულ კადრად შემორჩა და მახსოვს, როგორ დამტუქსა მამამ, როცა ბაბუაჩემთან საუბრით შეთამამებულმა, სუფრასთან, მისი სული ვახსენე. ჩემი 3 ათეულიდან, 2 ათეულ წელიწადზე მეტია, რაც რაღაცებს ვწერ და არასდროს არაფერი დამიწერია მამაზე. უცნაურია, არა? - იქნებ, არც. მამებზე, როგორც წესი, იშვიათად წერენ. შესაბამისად, მაინცდამაინც არც გამონაკლისი გამოვდივარ. მახსენდება, როგორ დავყავდი სასეირნოდ მშობლიურ ქალაქში „გედების ტბაზე“. როგორ წამიყვანა შორეულ 90-იანებში ჩემს პირველ მიტინგზე (ალბათ, იქ, 4 წლის ასაკში ჩაეყარა საფუძველი ჩემს საზოგადოებრივ აზროვნებას). როგორ სვამდა უშაქრო ჩაის, ოჯახისთვის რომ გამოეზოგა სიტკბო. როგორ გვიკითხავდა მე და ჩემს ძმას თავის გამოგონილ ზღაპრებს. როგორ გვეფერებოდა „ჩემი სიყვარულის შვილო“-თი ყოველთვის, როცა სამსახურიდან სახლში ნასვამი ბრუნდებოდა. თუმცა, საკმაოდ იშვიათად იყო ნასვამი. რაც თავი მახსოვს, მამა სულ შრომობს და წიგნებს კითხულობს. წლების მანძილზე, საპატრიარქოს პერიოდული გამოცემის ყველა ნომერს ყიდულობდა. მერე ტაძარში სიარული დაიწყო. მეგობრებთან ერთად მწუხრის ლოცვაზე, ან წირვაზე მისულს, ხშირად მხვდებოდა იქ. ახლაც მეუბნება-ხოლმე ჩემი ტაძარში გაცნობილი მეგობარი, რომ მამაჩემი ნახა ეკლესიაში და მოკითხვა დააბარა. სიტყვაძუნწი კაცია მამაჩემი. მისი საწოლის თავთან მოთავსებულ წიგნებს, ერთხელაც, ჩემი ლექსების კრებული დაემატა. დროდადრო, ის გაზეთებიც ემატება, სადაც ჩემი ლექსებია დაბეჭდილი. მამას არასდროს ავიწყდება ტელევიზორის გადართვა შესაბამის არხზე, ყოველი კვირადღის იმ დროს, როცა ჩემი საავტორო გადაცემა გადის. ხშირად ვფიქრობ შურზე. არ მესმის, რას წარმოადგენს ეს განცდა, რისთვისაა მოგონილი, რა შედეგი მოაქვს, ან რა მიზნით სახლდება ადამიანების გულებში. სხვადასხვა, მატერიალურ, თუ არამატერიალურ საკითხებში, ვამოწმებ საკუთარ თავში მას და მიხარია, რომ ვერ ვპოულობ. რა შუაშია და, ახლა მამის ნებიერა გოგონებს ვიხსენებ, რომლებიც თავდაჯერებულობით გამოირჩევიან, ხშირად საკმარისზე მეტადაც კი. ერთი ძველი მეგობრის მაგალითზე ვიცი, რომ ნაკლებად აქვთ შიში ცხოვრებისეული დაბრკოლებების და გართულებების. ისინი გაცილებით მყარად მიიწევენ ოცნებებისკენ. უფრო იშვიათად ცდებიან არჩევანში. საყვარელ მამაკაცებსაც ნაკლებად უშვებენ მათგან. საკუთარ გადაწყვეტილებებშიც ბევრად მტკიცენი არიან. მამა, ერთხელ რომ გეთქვა, რომ ძალიან მაგარი გოგო ვარ!...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მადლობა და მოკითხვა, ზღაპრადმოსულო :*
მადლობა და მოკითხვა, ზღაპრადმოსულო :*
12. რა თბილი წერილია მამისადმი და ტკივილიც ჩანს. დიდხანს სიცოცხლე მამას და წარმატებები შენ. რა თბილი წერილია მამისადმი და ტკივილიც ჩანს. დიდხანს სიცოცხლე მამას და წარმატებები შენ.
11. ჩემო მელ <3
ჩემო მელ <3
10. რას მერჩი ხოლმე?! მიყვარხარ! და ყველაზე მაგარი გოგო ხარ.
რას მერჩი ხოლმე?! მიყვარხარ! და ყველაზე მაგარი გოგო ხარ.
9. აუცილებლად ვნახავ ვიდეოჩანაწერებს. გმადლობთ ინფორმაციისთვის.
აუცილებლად ვნახავ ვიდეოჩანაწერებს. გმადლობთ ინფორმაციისთვის.
8. დიდი მადლობა, ნეფერტარ. დღეიდან, 9-ის ნახევარზე (ტელეკომპანია "თრიალეთი"), გამეორებები გავა, სავარაუდოდ, სექტემბრამდე და მერე ვნახოთ, რამდენად მეყოფა ენთუზიაზმი გადაცემის გასაგრძელებლად... აქამდე რაც იყო, ვიდეოჩანაწერები ურაკის ფორუმზეც ავტვირთე და აქ შეგიძლიათ ნახოთ: http://urakparaki.geostargeorgia.com/?m=13&Forum=29&Theme=1443&st=0
დიდი მადლობა, ნეფერტარ. დღეიდან, 9-ის ნახევარზე (ტელეკომპანია "თრიალეთი"), გამეორებები გავა, სავარაუდოდ, სექტემბრამდე და მერე ვნახოთ, რამდენად მეყოფა ენთუზიაზმი გადაცემის გასაგრძელებლად... აქამდე რაც იყო, ვიდეოჩანაწერები ურაკის ფორუმზეც ავტვირთე და აქ შეგიძლიათ ნახოთ: http://urakparaki.geostargeorgia.com/?m=13&Forum=29&Theme=1443&st=0
7. არ ვიცოდი თუ სატელევიზიო - საავტორო გადაცემა გქონდათ, იქნებ დაწეროთ რომელი ტელევიზიაა და მეც ვუყურებ კვირა საღამოს. ბოდიში მაგრამ როგორ წესი ქართულ არხებს საერთოდ არ ვუყურებ, მდარე გადაცემებია და სერიალებითაა გატენილი. საინფორმაციოში კი 1% -იც კი არაა სიმართლის.
პირველ რიგში გილოცავთ, მამის მამა 60 წლის იუბილეს. ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. მისი მთავარი იმედი გამართლებულია, კარგი შვილი ჰყავს, კარგი შვილიშვილი, კარგი ოჯახი, დანარჩენი მისთვის მეასეხარისხოვანია. რაც შეეხება წამსვლელ-მომსვლელს, წამსვლელი რაც ადრე წავა უკეთესია, დამრჩენი კი ყოველთვის დარჩება ძვირფასი ადამიანების გვერდით.
არ ვიცოდი თუ სატელევიზიო - საავტორო გადაცემა გქონდათ, იქნებ დაწეროთ რომელი ტელევიზიაა და მეც ვუყურებ კვირა საღამოს. ბოდიში მაგრამ როგორ წესი ქართულ არხებს საერთოდ არ ვუყურებ, მდარე გადაცემებია და სერიალებითაა გატენილი. საინფორმაციოში კი 1% -იც კი არაა სიმართლის.
პირველ რიგში გილოცავთ, მამის მამა 60 წლის იუბილეს. ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. მისი მთავარი იმედი გამართლებულია, კარგი შვილი ჰყავს, კარგი შვილიშვილი, კარგი ოჯახი, დანარჩენი მისთვის მეასეხარისხოვანია. რაც შეეხება წამსვლელ-მომსვლელს, წამსვლელი რაც ადრე წავა უკეთესია, დამრჩენი კი ყოველთვის დარჩება ძვირფასი ადამიანების გვერდით.
6. ჯერ ის, რომ უამრავჯერ უამრავი გიფიქრია და არასდროს დაგიწერია. მერე, ერთხელაც, რომ გადმოსცემ წლობით შეგუბებულ განცდებს, რამდენიმე წინადადებით მაინც (შენც რომ არ იცი, რამდენად გასაგებად). და მერე - რომ ადგები და, დაწერისთანავე გააშიშვლებ ადამიანებთან. ჰოდა, მერე, ასეთი ემოციური გამოხმაურებები რომ გხვდება. არაფერი მეთქმის - ის არაფერი, ზოგჯერ, ყველაფერზე მეტი რომაა.
ჯერ ის, რომ უამრავჯერ უამრავი გიფიქრია და არასდროს დაგიწერია. მერე, ერთხელაც, რომ გადმოსცემ წლობით შეგუბებულ განცდებს, რამდენიმე წინადადებით მაინც (შენც რომ არ იცი, რამდენად გასაგებად). და მერე - რომ ადგები და, დაწერისთანავე გააშიშვლებ ადამიანებთან. ჰოდა, მერე, ასეთი ემოციური გამოხმაურებები რომ გხვდება. არაფერი მეთქმის - ის არაფერი, ზოგჯერ, ყველაფერზე მეტი რომაა.
5. მამა არ ვიცი როგორია ანუ ეს შეგრძნება , ხანდახან მინდა იყოს ხანდახან არა ბავშვობიდან ვუყურბდი თუ მომაკითხავდა ვინმე ან შორიდან მაინც შემომხედავდა ასეთი არასოდეს მომხდარა ალბათ დროზე ადრე ამომშალა საოცარი ის არის რომ მადლობელი ვარ ,რომ არაფერი დამიტოვა ისეთი რის გამოც ეს შეგრძნება მქონოდა. მაგარი ყოფილა ჩემი.
მამა არ ვიცი როგორია ანუ ეს შეგრძნება , ხანდახან მინდა იყოს ხანდახან არა ბავშვობიდან ვუყურბდი თუ მომაკითხავდა ვინმე ან შორიდან მაინც შემომხედავდა ასეთი არასოდეს მომხდარა ალბათ დროზე ადრე ამომშალა საოცარი ის არის რომ მადლობელი ვარ ,რომ არაფერი დამიტოვა ისეთი რის გამოც ეს შეგრძნება მქონოდა. მაგარი ყოფილა ჩემი.
4. სიტყვები ბევრჯერ უძლურია. მითუმეტეს მაშინ, როცა უსიტყვოდაც ყველაფერი გასაგებია! მე ვნატრობ ნეტა ჩემს მამას "შე შობელძაღლოს" თქმა მაინც შეეძლოს ახლა. უფალმა დიიიდხანს გიცოცხლოს მამა! მან იცის რომ ძალიან მაგარი შვილი ყავს, რომელიც უსიტყვოდაც ხვდება რამდენად ამაყობს მამა მისით! ძალიან ამიჩუყა გული ამ ნაწერმა :( სიტყვები ბევრჯერ უძლურია. მითუმეტეს მაშინ, როცა უსიტყვოდაც ყველაფერი გასაგებია! მე ვნატრობ ნეტა ჩემს მამას "შე შობელძაღლოს" თქმა მაინც შეეძლოს ახლა. უფალმა დიიიდხანს გიცოცხლოს მამა! მან იცის რომ ძალიან მაგარი შვილი ყავს, რომელიც უსიტყვოდაც ხვდება რამდენად ამაყობს მამა მისით! ძალიან ამიჩუყა გული ამ ნაწერმა :(
3. კარგი შვილი ხარ თეა, ორივე დიდხანს გაცოცხლოთ უფალმა. მიხარიხარ და მეამაყები. პატივისცემით - ოთარ რურუა კარგი შვილი ხარ თეა, ორივე დიდხანს გაცოცხლოთ უფალმა. მიხარიხარ და მეამაყები. პატივისცემით - ოთარ რურუა
2. გაიხარეთ, მუხავ. მადლობა ასეთი კეთილგანწყობისთვის!...
გაიხარეთ, მუხავ. მადლობა ასეთი კეთილგანწყობისთვის!...
1. მომეწონა ეს თბილი წერილი. კარგი მამა გყავთ და კარგი შვილი ხართ. ვუსურვებ ჯანმრთელობას დიდხანს სიცოცხლეს იხარეთ. მომეწონა ეს თბილი წერილი. კარგი მამა გყავთ და კარგი შვილი ხართ. ვუსურვებ ჯანმრთელობას დიდხანს სიცოცხლეს იხარეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|