ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2016


ე ს ის გ ზ ა არის

აი, ასეთია,
  ჩემი  შემოდგომა,  აი  ასეთია.
ეს  ჩემი  ცაა,
შემინული  ღრუბლების  ჯარით.
აქ  თბილისია,
მზით  გამთბარი  არაგვით,  მტკვარით.
ეს  ის  ცა არის,
ჩვენ  ერთად  რომ გადაგვეფარა.
ეს  ის  მიწაა,
ჩვენს  წინაპრებს  გულზე  ეფარა.
ეს  ის  ხე  არის,
ჩვენ  რომ  დავრგეთ , ვერ  გაიხარა.
ეს  ის მოლია,
ჩვენ  რომ  მოვრწყეთ,  ვერ  გაიზარდა,
ეს  ის  მთა  არის,
რომ  დავლახეთ,  პირობა  დავდეთ,
ეს  ის ხატია,
რომ  ვილოცეთ,  პურ–ქადა ვტეხეთ,
ეს  წიქარაა,
ერთგულად  რომ  დაგვიმეგობრდა,
ეს  კი,  ის  გზაა,
ჩვენ  ერთად რომ  გამოვიარეთ.
ეს  ის ხიდია,
  ჩვენ  ერთად  რომ  ვერ  გადავლახეთ.
ეს  ოცნებაა,
ჩვენ  ზეცას  რომ  ხიდად  მივადგით.
ეს  ის  სევდაა,
მე  და  შენ  რომ ზურგზე  გვაქვს  ტვირთად.
ეს  ტკივილია,
ჩვენ  რომ  ვმალავთ  და  დარდებს  ირთავს.
ეს  შავი  ზღვაა,
დაქცეულ  სისხლს  ტალღებად  ზვირთავს.
ეს  შემოდგომაც,
ძველებსა  ჰგავს,  შენთვის არ მითქვამს.
არასაკმაო  ჰაერია,
შემოდგომა  სულს  ვეღარ  ითქვამს.
/ /  /  /  /  /  /  //  /  /  /  /  /  /  /  /  /  /  /  /  /  /  /
კაცს  სიკეთე  გავუკეთე 
ბარდი  იქცა  ვარდად.
ჩაიქროლა  ქარმა  ჩემთან
უკვდავყოფის დარად.
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები