ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
9 ნოემბერი, 2016


ს ე ვ დ ა

რა  უღიმღამო  დღეა,
ცამ  აიწურა  მხრები,
რამდენი  რამ მაქვს  გულში,
რატომ არა  მაქვს ფრთები.
შენ  მეორდები  ისევ,
ნაქსოვს  ჩაშლია  თვლები.
ნაბიჯს  უკან  ვდგამ,  თუმცა
ვიცი,  რომ  ახლაც  ვცდები,
რატომ  ვიქცევი  ასე,
როცა  ხვალინდელს  ვხვდები.
ვირწევი  ახლაც  ღრუბლის
აკვნით,  შენ  თითქოს  ქრები,
ფრთები, რომელიც  მსურდა,
ფრთები,  რომელზეც  ვწერდი,
გულს  ჩავუთქვამდი  შენნთვის,
ფსონებს  თავადვე  ვდებდი,
აღარ მჭირდება,  რადგან,
ფიქრს  ჯალათივით  ვხვდები,
გულს  კი,  წარღვნა აქვს,  თქეში,
გრიგალში  ლამპრით  ვდგები .
დაპატარავდა  ჩემთვის,
სამყარო,  ბრიყვულ  ცდებით,
ბურუსმა  შთანთქა  ყველა
შენც  ნაცრისფერი  ხდები,
მზე შემომდგარა  უკვე,
ფეხზე  და  დილა მეტყვის,
მიხაკი  სურნელს  აკმევს
ვარდს  ვერაფერი შეცვლის.


ჟანგბადის  მცირე  ნაკადი  მოდის
და  ვშიშობ  ესეც  არვინ  წამართვას 
დავყურებ  ნელა  მოარულ  ილტოს
ბედნიერები  მასში  თევზები,
მე  კი  დაბურულ  გზაზე  დავმდგარვარ
და  ნეტავ  სადრა  მივეხეტები.
მახსოვს  ამავე  ადგილას  სხვადროს
მეფერებოდნებ  სხივთა  სვეტები,
ახლა  კი  სადღაც  გამქრალა  ყველა
არ  ვამბობ  სიტყვას  გადამეტებით.
ნოემბრის  ქარი  დაბერავს  მალე,
დაეშვებიან  დაბლა  ფოთლები,
მიწა  ტკივილით  ამოისუნთქავს,
საშენოდ  უკვე,  აღარ  მოვთბები.
ბოლო სასწაულს  დაელოდები,
ყელს  მოიღერებს  როცა  ხოხბები.
იქნებ  ჯობია  ასე  ,  ამგვარად
დარჩეს  ყველა  და 
ნისლი  მთებს  აწვეს
სრულად  და  მჩატედ,


დავხურე  წიგნის  ერთი  ფურცელი,
მდინარემ  ხმაურს  უკლო  თითქოსდა,
აქ  მენატრება,  დრო  როცა  თოთოს,
დედა  გაყინულ  ხელებს  მითბობდა.
დედა  ვარ  დედას  ხელებს  ვუკოცნი
და  ვხვდები  როდის,  როგორ  ფიქრობდა.
შემაგვიანდა, როგორც კი მასთან,
უთქმელი,  თმენით,  დღე–ღამ  მიხმობდა.
ვშლი  წიგნის  ფურცელს  მომდევნოს...ისე
მდინარის  პირი  სავსეა  ქვიშით,

თუ  მომიტევებს,  თუ  მომიტევებს,
უფალი  ყველას  ცოდვის  მოწამე
არა  მგონია  ღირდეს  ამჯერად
ვაი-ვიში  და  ასე  მგონია
უბრალოდ  შენთან  ყოფნა  მოვჭამე.
წუხელის  ისევ  არ  იყო  მთვარეც
დღეს  სადღაც  ისევ  მზეც  ჩუმად  თვლემდა,
მე თვალხილულმა  გადავიფიქრე
აქ  ალიონი  ვარსკვლავებს  წყვეტდა
ქარი  ხის  ფოთლებს  ჩუმად  რომ, ხვვეტდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები