ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2009


იმერეთი

ეძღვნება აწ განსვენებულ დიდებულ იმერელ ქალბატონს ლეონინე ნადირაძეს


მახსენდება კორბოული,
ჩამომჯდარი ჩეროსთან,
აივნიდან თავმომწონე
იმერეთი მღეროდა.

ქალბატონი ლეონინეს
დედის თბილი ხელებით,
მეფერება და მეღვრება
იმერეთის ფერები.

იმერეთი თიხის ზღვაში
ასჯერ ამოევლება
და გზადაგზა ამოყვინთავს
თონეებად, ქვევრებაგ.

სტუმრის ხილვით გაიხარებს,
წელში გაიმართება,
სუფრის თავში ჩამოდნება
ჭინჭილებად, ყანწებად.

ხაჭაპურში ჩაგიძვრება,
მჭადის გულად გექცევა,
სტუმრის გამო აენთება
სიმღერებასდ, ლექსებად.

და თუ ძილი მოგერია,
ნაბასუხევს, ნავახშმევს,
ლაჟვარდებში აგიტაცებს
და ბავშვივით  დაგარწევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები