ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 აგვისტო, 2016


Сергей Есенин - ЗВЕЗДЫ

სერგეი ესენინი - ვარსკვლავები

კაშკაშა ვარსკვლავნო, მაღალო ვარსკვლავნო!
თქვენში რას იუნჯებთ, ან მალავთ გულდასმით?
ვარსკვლავნო, ესოდენ ღრმა ფიქრთა  მფარავნო,
სულებს აჯადოებთ რა ძალა-უნარით?

ვარსკვლავნო ხშირ-ხშირნო, გვერდიგვერდ მიჯრილნო!
რა არის მიზეზი ლაზათის და ძალის?
ციურო ვარსკვლავნო, დიდნო თუ წვრილ-წვრილნო,
რითი მიგვიზიდავთ, აღძრავთ ცნობისწადილს?

რად ხდება, როდესაც ანათებთ კიაფით,
ჩაგვიკრავს  სამყაროს უძირო მორევი?
გულს ელაციცებით, დაგვცქერით სინაზით,
ციურო ვარსკვლავნო, ვარსკვლავნო შორეთის!

15 აგვისტო, 2016 წ.



Сергей Есенин - ЗВЕЗДЫ

Звездочки ясные, звезды высокие!
Что вы храните в себе, что скрываете?
Звезды, таящие мысли глубокие,
Силой какою вы душу пленяете?

Частые звездочки, звездочки тесные!
Что в вас прекрасного, что в вас могучего?
Чем увлекаете, звезды небесные,
Силу великую знания жгучего?

И почему так, когда вы сияете,
Маните в небо, в объятья широкие?
Смотрите нежно так, сердце ласкаете,
Звезды небесные, звезды далекие!

1911

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები