ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ანემონე
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2016


* * *



---


განა გაზაფხული , განა მზე
მზეზე სააღდგომო მერცხლები.
შენი თვალებიდან გამათბე
მე კი ცა მეგონა მეხება.

ყველა ნაცადი და იოლი
ყველა ცდა და ჩემი ძალ –ღონე.
როგორ დავხარჯე და ვმღეროდი.
როგორ ვეცადე და.. დატოვე

გული სხეულისგან შორი შორ.
წყენა თვალებიდან არ იძვრის,
ქარმა კაკანათი დამიგო,
მსდია რომ ეტკინა  ნაბიჯი.

გაშე... გაშე... ნელა გაშეშდი.
ეს არც თამაშია , ვაი მე!
ქვა და გაქვავება . საშველი
არ მაქვს, დავიწყება დავიწყე.

ჩრდილი  გამოჰქონდათ ხეივნებს.
ფეხიც ისვენებდა მალი მალ.
განა გაზაფხული, განა მზე.
ჩემი სიყვარული წავიდა.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები