ნაწარმოებები



ავტორი: ჟოზეფინა
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2016


საერთოდ ყველას და ყველაფერს შეცვლია ფერი.

აი, აქ არის ბედისწერის ფერმკრთალი ხაზი.
იქნებ მალიმალ გადავხედო საკუთარ საზღვრებს.
ამდენი ხანი, ისე ვარ რომ მოედო ხავსი-
განწყობას,დღეებს,მოქმედებას,ხასიათს, აზრებს.

საერთოდ ყველას და ყველაფერს შეცვლია ფერი.
წინაზამთრიდან მოყოლებულს, საკუთარ კანში
ვერ ჩავიტიე ცვლილებების ვერცერთი ფენა.
და მძინავს,მძინავს უსაშველოდ, მხრებშივერგაშლილს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები