ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
22 აგვისტო, 2016


Сергей Есенин – Я обманывать себя не стану

სერგეი ესენინი - თავს არ მოვიტყუებ  ჩემდა თავად

თავს არ მოვიტყუებ  ჩემდა თავად,
საზრუნავმა გული გადანისლა.
რა მიზეზით მთვლიან შარლატანად?
რა მიზეზით მთვლიან სკანდალისტად?

არ ვარ ავაზაკი, ტყის ყაჩაღი
და არც  ჯალათი ვარ პატიმრების.
მე ვარ მხოლოდ ქუჩის ფუქსავატი,
შემხვედრთ ვეგებები გაღიმებით.

მე ვარ მოსკოველი ბედოვლათი,
ყოველ შესახვევში ტვერის უბნის,
მიცნობს თვითეული ქუჩის ძაღლი
ბარბაცით თუ მსუბუქ სიარულით. 

რიდით მესალმება, თავის დაკვრით,
ყველა გაქუცული დროგის ცხენი.
მხეცთათვის ვარ კარგი ამხანაგი,
კურნავს მათ სამშვინველს  ჩემი ლექსი.

დავიხურავ ცილინდრს განა იმად,
მზერა მივიტყუო ლამაზმანის,
ცილინდრი ხომ მისთვის მახურია,
უკეთ გამოვკვებო  შვრიით ხრდალი.

სამეგობროდ არვის ვეკარები,
რადგან ვემონები სხვა სამკვიდროს.
მზად ვარ უმჯობესი ყელსახვევიც
ყელზე მაწანწალა ძაღლს დავკიდო.

არ ვაპირებ როსმე გავხდე ავად,
გულშიც იფანტება  ნისლი მზისგან,
ამის გამო მთვლიან შარლატანად,
ამის გამო მთვლიან სკანდალისტად.


22 აგვისტო, 2016 წ.



Сергей Есенин – Я обманывать себя не стану

Я обманывать себя не стану,
Залегла забота в сердце мглистом.
Отчего прослыл я шарлатаном?
Отчего прослыл я скандалистом?

Не злодей я и не грабил лесом,
Не расстреливал несчастных по темницам.
Я всего лишь уличный повеса,
Улыбающийся встречным лицам.

Я московский озорной гуляка.
По всему тверскому околотку
В переулках каждая собака
Знает мою легкую походку.

Каждая задрипанная лошадь
Головой кивает мне навстречу.
Для зверей приятель я хороший,
Каждый стих мой душу зверя лечит.

Я хожу в цилиндре не для женщин -
В глупой страсти сердце жить не в силе, -
В нем удобней, грусть свою уменьшив,
Золото овса давать кобыле.

Средь людей я дружбы не имею,
Я иному покорился царству.
Каждому здесь кобелю на шею
Я готов отдать мой лучший галстук.

И теперь уж я болеть не стану.
Прояснилась омуть в сердце мглистом.
Оттого прослыл я шарлатаном,
Оттого прослыл я скандалистом.

1922

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს