ნაწარმოებები



ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2016


ფუჭი ექო

ყველაფერი ისე მოხდა
როგორც უნდა ყოფილიყო.

ჩვენ უბრალოდ ერთი მზის ქვეშ დავიბადეთ.
მერე რა, რომ ერთმანეთი არ გვინახავს,
მერე რა, რომ ერთმანეთზე არაფერი ვიცით?
ჩვენ ხომ ერთი მზის ქვეშ დავდიოდით!

უცნაური ის იყო რომ
ჩემმა წილმა ძლივს გამათბო,
ჰოდა შენს წილს მივეკედლე.
ჩაგყევი და
ჩავიძირე...

ერთადერთხელ მოხდა ისე,
მუნჯი ბგერით რომ შემეხე,
შემეხე და
შენი მუნჯი ბგერა ისევ შენვე დაგიბრუნე,
როგორც ექო,
ფუჭი ექო...

მოკლედ,
შენს მზეს მიფიცხებულს,
როგორც მივხვდი,
არც გავლილი მანძილი და
არც სიბრძნე მეყო...

ცივი წყალი გადამევლო,
გამოვფხიზლდი.
თორემ ისე - სხვა საერთო?
არაფერი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს