ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2016


იბედნიერე

არაფრისმთქმელი კედლების მიღმა
ისევ ჩვეულად უბერავს სიო,
არ ვენდურები ბედსა და იღბალს,
ცხოვრებამ,ჯერაც ვერ წამაქცია,

მიდიან წლები, ისევ ტაატით,
ალბათ ოდესმე მივლენ ფინიშთან,
უადგილოა ეს მასლაათი
და უსაფუძვლო ყველა შენიშვნა,

როდესაც გიყვარ და გემღერება,
ბედნიერი ხარ  მიზეზ გარეშეც,
ტრიალ მინდორში ცხენის ჭენებას
და სისხლის ტრიუფს მკერდის არეში

ჰგავს ეს სიცოცხლე,სასწაულია,
მინდვრის ყვავილებს ფუტკარი ართობს,
გრძნობ რომ სადღაც შორს დასასრულია,
და შენ მანამდე სიცოცხლე გმართებს,

იბედნიერე!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები