ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2016


ჩემო სამშობლო

ჩემო  სამშობლო,საყვარელო,მწვანე ჯეჯილო,
ჩემო მამულო-კორდო,ველო,ტყეო,მდინარევ-
გიყურებ,მტკივა,ნერვები მაქვს  გადაგლეჯილი,
შიგ გულში ასჯერ დაჩხვლეტილო,გამომდინარე

იმ ოდითგანი მტრებისაგან!
გდარდობ ამიტომ-
ჩემო წარსულო,ჩემო აწმყო,ფიქრო მომავლის.
არცერთმა  კარის მეზობელმა  რომ არ დაგინდო,
გკბენდა მაჰმადის და იესოს  შთამომავალიც.

მოვდივარ ახლა,ვყვირი ლექსებს,საჭე  გამირბის,
მოვყვები არაგვს,ლამისაა მცხეთას  ჩამასწროს.
ვის  ვეჯიბრები? ერთი ჩემი რბოლა  არ იქნეს,
არაგვს ვუყურებ მე, სულელი, როგორც თანასწორს.

ჩემო სამშობლო,შენ იმ უბნის  ქერა  გოგო ხარ,
ყველას  რომ ასე  გვიყვარდა და ვერ  გავუბედეთ
თქმა  ,,მიყვარხარო,,
გუშინ შემხვდა ,მკითხა:  ,,როგორ  ხარ?,,
(დამჭკნარი) ვიღაც  ქურდთან სძინავს თურმე  უბედურს.

თუ  სილამაზე არის  ქალის  ტვირთი ოდითგან,
რა გიყო ჩემო პატარძალო, უძლებ გამოცდებს.
რით შემიძლია დახმარება? (თავიც მომიკვდა,
არ მოგისმინო) ოღონდ რამე,რამე  წამოგცდეს...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები