ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2016


* * *

დასავიწყებლად დაწერილი ემოციების,
სისულელეა. ალბათ როგორც დახევა ფურცლის,
სწორედ ასევე გამართლება არ აქვს საქციელს,
გემის ჩამოვლას უდაბნოში როდესაც უცდი...

და მაინც, ხშირად შეცდომების ერთობლიობას,
გზას გამოსავლის ძიებისკენ რადგანაც ვარქმევთ,
ამიტომ ხოგჯერ არც სათქმელი არ ჰყოფნის ქცევას,
ხანდახან თვითონ საქციელიც არ ჰყოფნის სათქმელს.

ბევრი რამეა. რაც გჯეროდა მეტად... ნაკლებად...
ბევრი რამეა დაიჯერებ რომელსაც ვეღარ....
არის ფრაზები. მოსმენისას სისხლშიც რომ ატანს.
არის სიჩუმეც. არანაკლებ რომელიც გტეხავს...

ლიკა ოხანაშვილი
23.08.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები