ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2016


ერთხელ იქნება

ერთხელ იქნება და მეც გავიწყვეტ
შუბლზე შერჩენილ სინდისის ძარღვებს,
მეც დავიბრალებ, რომ ვარ პოეტი
და უხილავის რომ მინდა მწამდეს!

მეც გავლოთდები, ისედაც ლოთი,
ასე ხომ უფრო პოეტურია?!
და ჩავუყვები ბანდალით ქუჩას
დღეს ღვინოც უფრო მეტად მწყურია.

მეც შევიყვარებ სხვის მიტოვებულ
ქალს და პოეტის ვიტყვი, ხვედრია,
ვიტყვი, მომნუსხეს მისმა თვალებმა,
მსგავსი ხომ დღემდე არც შემხვედრია?!

მერე კი, მერე შუბლში დავიხლი
ტყვიას და როცა ტვინში გაატანს, -
ჯანდაბას, მერე თქვენ გაარკვიეთ
პოეტს ვგავდი თუ ვიღაც შარლატანს!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები