ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2016


ჩემს ქუჩას

ჩემს ქუჩას,
პლეხანოვს,
უხდებოდა:
ჭრელაჭრულა პლისე ბოლოკაბები,
ოქროს ბურთი საყურეები,
დილაადრიან
გრძელტარიანი ცოცხები და
ფოთლების გროვა.

ჩემს ქუჩას,
აღმაშენებელს,
ენატრება ჭადრები!

და
ჩემს ქუჩას,
აღმაშენებელს,
ჩადრები
საშინლად არ უხდება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები