 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 31 აგვისტო, 2016 |
ქეროლაინ,ნუ მოასმენინებ შვილს მეზობლის იავნანას, ნურც სამყაროს გულს გადაშლევინებ სხვას მისთვის, როცა დილით მზესთან ერთად გაახელს თვალს, ლოყასთან შენი ტუჩი დაახვედრე მხოლოდ, ასწავლე სიარული, მძიმე და უხეშ მიწაზე მყარი სიარული ასწავლე ქეროლ, ლაპარაკიც ასწავლე, ისეთი ტკივილს არჩენდეს, ნაღველს აამებდეს, ფიქრი ასწავლე,რომ არასოდეს არ მოიწყინოს, მთებზე და ოკეანეებზე, სხვადასხვა კონტინენტის სხვადასხვა ხალხზე, თითოეულ ადამიანზე ასწავლე ფიქრი, უთხარი,რომ რასაც ხედავს ეს ყველაფერი დიდია,ბევრია, მიუწვდომელი, მაგრამ უნახავი და უხილავი კიდევ მეტია, ამაზე ფიქრიც ასწავლე ქეროლ. უთხარი, რომ წუთი უფრო მალე ილევა, ვიდრე მისი საყვარელი ალუბლის წვენი, და უნდა იცხოვროს, დატკბეს და იგრძნოს ყოველი წამი. მისი ასაკი და დაბნეული თვალები ნუ შეგაშინებს, ის იქიდან მოვიდა, სადაც ჩვენზე და სხვებზეც წარმოსადგენზე მეტი იციან, მისი მოსმენა ისწავლე ქეროლ. რამდენიმე მილიმეტრიან გულში უზარმაზარი და უანგარო სიყვარულის ჩადება ასწავლე. ღიმილი ასწავლე, ისეთი მზის გამობრწყინებას ჰგავდეს ღრუბლიან ცაზე. სახსოვრად შენი ბრჭყვიალა, ბედნიერი ცრემლების აცმა დაუტოვე. ისიც უთხარი ქეროლაინ, რომ იმედი ბოლოს კი არა, საერთოდაც არასდროს კვდება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მადლობა თაზო)) მადლობა თაზო))
5. ძაან რაგაცნაირად საინტერესოა და ფინალიც მთლინად მისია. ძაან რაგაცნაირად საინტერესოა და ფინალიც მთლინად მისია.
4. გმადლობ მუხა გმადლობ მუხა
3. რამდენიმე მილიმეტრიან გულში უზარმაზარი და უანგარო სიყვარულის ჩადება ასწავლე. მშვენიერია. რამდენიმე მილიმეტრიან გულში უზარმაზარი და უანგარო სიყვარულის ჩადება ასწავლე. მშვენიერია.
2. გმადლობთ :) გმადლობთ :)
1. უცნაურია აქ კომენტარები რომ არ დამხვდა.. ძალიან კარგი ტექსტია არადა... საინტერესო და ღრმა.. ვფიქრობ სწორად აზროვნებს ამ ტექსტის ავტორი.. :) ქეროლ... :) უცნაურია აქ კომენტარები რომ არ დამხვდა.. ძალიან კარგი ტექსტია არადა... საინტერესო და ღრმა.. ვფიქრობ სწორად აზროვნებს ამ ტექსტის ავტორი.. :) ქეროლ... :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|