ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2016


კადრები

იყო გოგო და
გვირილებიც იმდენი იყო...
კონებად კრეფდა მთის ფერდობზე
გვირგვინებს მზისფერს,
გადაჰყურებდა მოლოდინით მალიმალ მინდორს
და თითქოს ღმერთიც ინახავდა ყველაფერს ფირზე...

ვიდრე კლდისთავზე დადიოდა თითისწვერებით
მზე, ან სისხამზე დატორავდა კალთებს ნამიანს,
სულ სხვა ქათიბზე ოცნებობდა ხევსური ბიჭი,
სულ სხვაზე ფიქრი ასჩენოდა
გულში დარდიანს...

იყო ვაჟი  და
გოგოც იყო, იყო მინდორიც...
ცალ-ცალკე როგორც შეწყვეტილი კადრები ფირზე,
დარჩა ღმერთი და გვირილებიც იმდენი იყო,
მხოლოდ სიო თუ ჩამოჰკრეფდა კონებად მზისფერს....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები