| ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: პოეზია 3 სექტემბერი, 2016 |
ჩვენ ველოდით ადამიანებს, ვარსკვლავებივით მოწყვეტილებს ჩვენი ცხოვრებიდან. ვუყურებდით შეჩერებულ ისრებს საათზე და ოთხმხრივ ჩარაზული ოთახის კარებს, მიტოვებულ საწოლს და გაზედმეტებულ სკამებს მაგიდის ირგვლივ, აქაურობას გაცლილებს ვწერდით წერილებს და გრძელ ბარათებს, ვუყვებოდით ამბებს, რომლებზეც ჩვენზე მეტი იცოდნენ. მძიმე მიწას მსუბუქად ვაყრიდით მათ სხეულს, ბოდიშის მოხდით ვურთავდით საფლავს ყვავილებით, მწვანე ბალახით, სანუგეშებლად გვქონდა იმედი, რომ ისინი უკეთ არიან, რომ ტკივილს და სევდას ვეღარა იგრძნობენ და ჩვენც გვხედავენ ვარსკვლავებიდან ან მზით განათებულ რბილი ღრუბლებიდან. და მათ სახელებს ვწერდით ყველა კედელზე, მათ სახეებს ვკაწრავდით ქვებზე და ხის დაფებზე, შვილებს ვუყვებოდით, თითქოს ვაჯერებდით, რომ ისინი ვარსკვლავებივით მოწყდნენ ჩვენს ცხოვრებას, გადაინაცვლეს გალაქტიკაში, სხვა სისტემებში და ახლა სულ სხვა პლანეტებზე დააბიჯებენ. ჩვენ კი მიწაზე გვცვივა ტკივილი მძიმე ლოდებად, მეტეორებად, რადგან ველოდით ადამიანებს, რომლებიც მოწყდნენ ჩვენს ყოფას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. სევდის მომგვრელი ლექსი. სევდის მომგვრელი ლექსი.
6. დიდი მადლობა <3 დიდი მადლობა <3
5. მშვენიერია ... მშვენიერია ...
4. აუ შემოვყევი ჩემ კომენტარს და აქ აღმოვჩნდი და ვიპოვე - პეიზაჟი ფოტოლივით მსგავსი წერილის ულამაზესი- მადლობა ქერილაინ! აუ შემოვყევი ჩემ კომენტარს და აქ აღმოვჩნდი და ვიპოვე - პეიზაჟი ფოტოლივით მსგავსი წერილის ულამაზესი- მადლობა ქერილაინ!
2. ნიჭიერი ბავშვი ხარ შენ 5! ნიჭიერი ბავშვი ხარ შენ 5!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|