ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2016


ჩვეულებრივი ახალი წლის ღამე

ჩვეულებრივი ახალი წლის ღამე იყო.
მამაჩემის დაბადების დღე.
მამაჩემი ახალ წელს ძალიან ჰგავდა,
ისიც 31 დეკემბერს დაბადებულა დაბადების მოწმობაში კი პირველი იანვარი ჩაუწერიათ.
ჩვეულებრივი ახალი წლის ღამე იყო
მოწმენდილი ცა ყალბი ვარსკვლავებით იყო მორთული და გაფუჭებული საკმევლის სუნი ასდიოდა.
მე სახლში მარტო ვიყავი.
მამაჩემი ტაძარში იყო და იქ ზეიმობდა ახალ წელს, მრელვთან და უფალთან ერთად.
მე ვერ შევძელი ტაძარში წასვლა
ჩვეულებრივი ახალი წლის ღამე იყო და ჩემი ანგელოზებიც მარტივად დაფრთხნენ.
ჩემი და თბილისში იყო იმ ახალ წელს ვერ მოახერხა ჩამოსვლა, ჯანმრთელობამ ხასიათი გაუფუჭა და ნერვიტმა მარცხენა ყურში სმენა წაართვა, მამა ყოველთვის აფრთხილებდა რომ უქუდოდ არ ევლო. დედაჩემი გვერდით ყავდა და მის კარგ განწყობაზე ზრუნავდა არადა
ჩვეულებრივი ახალი წლის ღამე იყო
უბრალოდ ამ ღამეს ოთახში სკამებს ციოდათ
მათთვის არავის მოუხურავთ თბილი ქურქები და პალტეობი
არც რბილ და დაბუჟებულ ტრაკებს გაუთბია მათი გული.
ჩვეულებრივი ახალი წლის ღამე იყო
ტელევიზორიდან მოსაწყენი მხიარულება ისმოდა.
გული მაგიდაზე მედო, სხეული საწოლზე, თვალები ჭერზე დაკილულ ფიცარს მიკვროდა და მისგანაც რაღაცას მოელოდა.
ფანჯრები ღია მქონდა, შუქი ანთებული და სახლს თუ შორიდან დააკვირდებოდი სადღესასწაულო იერიც დაკრავდა.
სიმართლე გითხრათ იმ წელიწადს ნაძვი არ მომირთავს.
ჩემი ძაღლი ძველი კარადის ქვეშ იყო შემძვრალი და შეშინებული იმალებოდა,
გარეთ არ თოვდა, ეწვიმა მაინც ეს ხომ
ჩვეულებრივი ახალი წლის ღამე იყო
და მეც ბავშვი ვიყავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები