ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 სექტემბერი, 2016


და არამხოლოდ...

*
გაცვდა  ზაფხულის მიწურულს
კვლავ შემოდგომის დადგომა...
კულტურაც გაცვდა,
ზოგისთვის -
გაცვდა შობა და აღდგომა...
მზეს ნუთუ აღარ მოსწყინდა ჩასვლა-ამოსვლა,
რად უნდა?
ვერ ამჩნევს, მის ქვეშ, ყველაზე მეტად რომ
ადამიანი გახუნდა?!

*
მთავარია რომ არ იყოს ქარი მონოტონური,
ზომიერად სუსტი,
ან ზომიერად ძლიერი.
ქარი სახლებს უნდა ხდიდეს,
კედლებს აზანზარებდეს,
მერე
მხოლოდ მცენარეთა ფოთლებს აჩურჩულებდეს...
თავდახრილებს მუხლზე ყრიდეს,
თავაწეულთ წელში წყვეტდეს,
არამხოლოდ ხვატისაგან
გულგადამწვარ ფოთლებს ხვეტდეს!
ხან ბღაოდეს როგორც ხარი,
ისე ძლიერ, ზღვაც აღელდეს,
ხან კი ისე ღრმად ეძინოს,
სიზმარშიც თვალს ვერ ახელდეს...

მთავარია რომ არ იყოს ქარი მონოტონური.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები