ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2016


ის ფორმაშია

დრო იყო ჩემი პირველი მტერი,
მე  დავიკარგე  დროში უდროშოდ.
მეძებდა ყველგან პატარა ერი,
ხან -ცისფერ ცაში,ხან- შავ კუბოში.

–სად დაიკარგე?
მქონდა პასუხიც:
–დრომ შემაცია,დრომ მომაშია.
და დღეს ზედვაკელს  ისევ თავს  უხრით,
ის  ფორმაშია!

რა  ვქვნა ,პირველი  ვერ  გავხდი მინც,
დავრჩი მეორე.ერთი მაგისიც.
არ მქონდა  ნიჭი, მცირე იღბალიც.
გამაჩნდა  სული ოდენ  ფაქიზი.

რაც  მთავარია,დავრჩი პოეტად,
პოლიტიკისკენ არც გამიხედავს,
არ ამიღია გროში,მონეტა,
არც  სხვისი ცხენი არ გამიხედნავს.

გამიფართოვდა შუბლზე ნაოჭი,
დაღამებამდე ოფლით ივსება.
დილამდე, ცაზე თარგად გამოჭრილს,
მთვარეს ლექსს ვუწერ...მეხალისება.

ეჰ,ჩემო მთებო,ჩემო მინდვრებო,
რამდენი  გაზის ხორცზე წურბელა,
ღარიბები და  უკვე  მდიდრები,
შენი სისხლით დგას  ფეხზე სუყველა.

დრო იყო ჩემი პირველი მტერი,
დრომ შემაცია,დრომ მომაშია.
მეძებდა ყველგან პატარა ერი,
მე დღეს აქა  ვარ,
მე  ფორმაში  ვარ!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები