ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2016


მე დავწერ...

მე დავწერ სიცოცხლეზე...
რადგან ვიცი, რომ სიცოცხლე მარადიულია და არ სრულდება...
მე დავწერ სიყვარულზე...
რადგან მივხვდი, რომ სიყვარული სიკვდილზეც ძლიერია...
მე დავწერ სამშობლოზე...
რადგან სამშობლო მხოლოდ მიწა არაა, ის უნდა ატარო გულით
და თვალებით...
მე დავწერ ზეცაზე...
რადგან ზეცა - სულების შეხვედრის ადგილია
და დავწერ მიწაზე,
რადგან მიწა სხეულებს ინახავს და უვლის...
მე დავწერ შენზე...
მასზე...
ჩვენზე...
დავწერ, რომ წრე შეკრულია...
რომ არაფერი სრულდება...
არაფერი ქრება...
რომ ყველა ფიქრი,
ყველა სიტყვა
თავისი არსებობის გამართლებას ეძებს და
პოულობს კიდეც და
ამიტომაც:
რაღაცნაირი რუდუნებით,
ალერსით,
ფრთხილად:
უნდა ვიფიქროთ,
უნდა ვთქვათ,
უნდა ვაკეთოთ...
რომ არ ვატკინოთ ერთმანეთს,
რომ არ გვეტკინოს...
მე დავწერ ადამიანებზე...
ადამიანებზე, რომლებიც მიატოვეს...
რომლებიც დაივიწყეს...
რომლებსაც ატკინეს...
იმედგაცრუებულ ადამიანებზე...
თვალებში სევდაჩაბუდებულ ადამიანებზე...
დიდგულიან, ბავშვებად დარჩენილ ადამიანებზე,
რომლებსაც ყველაფრის მიუხედავად,
უკიდეგანო სიყვარული შეუძლიათ...
მე დავწერ დედაზე...
ჩემი ყველა ტკივილი რომ განსაკუთრებულად ტკივა,..
ჩემი ყველა გაღიმება რომ ცის გახხნის ტოლფასი გახდა მისთვის...
მე დავწერ ჩემს ძმაზე - ჩემს ძლიერ, ჭკვიან, ერთგულ ძმაზე,
რაღაცნაირად რომ მიცავს, შორიდან, ისე, რომ ვერცკი ვგრძნობ...
და დავწერ მამაზე, რომელიც ვერაფრით გაიზარდა,
რომელიც ცხოვრებამ ვერ გააუხეშა...
მე დავწერ...
დავწერ ჩემზეც...
ოღონდ ძალიან ცოტას და ვიტყვი, რომ
ყველა ჩემს მიერ ნათქვამი სიტყვაც,
ისიც, რომელიც ჯერ არ მითქვამს და უნდა ვთქვა,
ყველა ჩემს მიერ დახარჯული წამი
და ისიც, რომელიც უნდა დავხარჯო -
არაა უაზრო,
უაზრო ნამდვილად არაა...
დავწერ, რომ:
მიყვარდა...
მიყვარს...
მეყვარება - და თუ ტკივილია სიყვარული,
დაე, მტკიოდეს - უსიყვარულოდ არსებობა სიკვდილივითაა...
სიყვარული კი სიკვდილზე ძლიერია და ეს უკვე დავწერე...
მე დავწერ...
დავწერ, რომ:
სიცოცხლის მთავარი აზრი ერთ წვეთ ღიმილშია;
ერთ მუჭა სიყვარულში,
ერთ პეშვ ალერსში -
მთავარია, თქვა, აღიარო, დაწერო,
რომ წრე შეკრულია,
რომ არაფერი სრულდება მზისქვეშეთში,
რომ ყველა ფიქრი, ყველა სიტყვა თუ ყველა ბგერა -
თავისი არსებობის გამართლებას ეძებს და
პოულობს კიდეც...
მე დავწერ:
რომ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები