ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეროლაინი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 სექტემბერი, 2016


ჩვენ

შადრევნებში საძილე აბებს ვყრიდით,
მონეტების ნაცვლად
და ემბრიონის პოზაში გვეძინა,
სათვალის გარეშე,საათობით,შეგვეძლო გვეყურებინა მზისთვის,
დილით ლიმონიანი წყლით ვიღვიძებდით
და არასდროს მოგვბეზრებია ცაზე
მზარდი და კლებადი მთვარის ფაზები.
ჩვენს ირგვლივ ადამიანებს თვალების მაგივრად
ფერადი ჰქონდათ ღილები,
ცისფერი,
მწვანე
და თაფლისფერი.
ქრიზანთემებით გიწნავდი ოქროსფერ თმებს
და შუბლზე გკოცნიდი განშორებამდე.
ჩვენ ტყეში გვიყვარდა სეირნობა და
ერთად ვეხუტებოდით ხეებს,
შენ მარჯვნიდან,
მე კი მარცხნიდან.
გადიოდა დღეები და ვიცოდით რომ
კიდევ ბევრი გავიდოდა წელი.
მე და შენ კი ისევ ასე ვივლიდით ოკეანეების სხვადასხვა ნაპირზე,
წყალს გავატანდით წერილებით გატენილ ბოთლებს
და მაინც ვიქნებოდით ერთად.
გულზე დიდი ფლოტილია გეხატა,
მე კი ყურთან პატარა ღუზა.
ღამით მარტოდ დარჩენილებს
ლიანებად გვეხვეოდა ფიქრი ერთმანეთზე.
ჩვენთან ყოველ ზამთარს
თოვლისა და ცხელი შოკოლადის ასდიოდა სურნელი
და მე შენი თითებით ვთბებოდი.
ადამიანებს ჰქონდათ გულები,
სითბონაკლული იშემიით
ან უსიყვარულობის მანკით დაავადებული,
შენ კი ოკეანეების გადაღმაც გესმოდა ჩემი გულისცემა.
ჩვენ ისიც კარგად ვიცოდით,
რომ ღმერთი არც ჩემშია
და არც შენში,
ის მაშინ ჩნდება როცა ერთად ვართ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები