ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2016


ტყემალი

ერთ დროს პაპის ნაჭამ ნაყოფს
ბადიშს კბილს რომ კვეთდა, მისი,
ახლა მზიან ჩრდილებს ნატრობს,
რჯულზე უმტკიცესი ფიცით:
პოლიეთილენის პარკებს
ებღაუჭება და იცის:
ძველი სპექტაკლივით ნაქებს,
ფინალს, რომ სჭირდება ნიჭი.
ტოტებს მიხრა-მოხრა უჭირთ,
-აფსუს-მელოდია ქარში!
მაგრამ მაინც იჭერს ურჩად
პოლიეთილენის პარკებს.
სულ არ ედარდება თითქოს
ახლა თუ ხმება და მიდის,
მაინც ძველ სიმღერას მღერის;
პაპა-შვილიშვილის ხიდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები