ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2016


იმედები და მოლოდინები

იმედები და ...  ჰო იმედები სადღაც გამექცნენ
ჰორიზონტს ვეღარ  მოვინიშნავ, რომ არ წავექცე...
მოლოდინები... (როგორ არ მიყვარს სიტყვა ნუგეში)
უცებ მომინდა  სურვილებით სავსე ბალიში

არც მომავალში აჟღერდება იმედის ნოტი
ვეფხვის წელია, მაიმუნის,  ჟინის თუ  შფოთის
რომ გულისცემა გამიხშირო,  გხედავდე ჩემში...

პესიმისტური გამომივიდა ახლა ეს ლექსიც...

დო რე მი ფა სოლ, სი ლა სოლ მი, დოსთან  დიეზი
ყველა  სამყურას  ოთხი ყურის უდგას  ფიესტი
როიალზე ძევს ყველა ნოტი, დუმს სი ბემოლი
რექვიემისთვის დახარჯული, აღარ  გელოდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები