ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2016


ჩემო დობილო

ხომ არ დაიღალე შენ,
ჩემო დობილო,
დღეთა დინებას და
სევდას მინდობილო,
ხომ არ შეგეჩვია
შიში - ეგ ავსული?
ხომ არ მოგენატრა
ის ტკბილი წარსული,
მზიან ქუჩებში რომ
დავხეტიალობდით,
კარგის მოლოდინში
მშვიდად ვხმიანობდით,
როცა არ ვიცოდით,
რა იყო შიში და
ცამდე ოცნებასაც
ვერავინ გვიშლიდა.
ვიცი, დაღლილი ხარ
დღეს, ჩემო დობილო,
ერთფეროვნებით და
სევდით შეპყრობილო.
მაგრამ, დამიჯერე:
ცხოვრება ჭრელია,
ლამაზი დღეებიც
ჯერ გასავლელია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები