ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
13 სექტემბერი, 2016


Сергей Есенин - Сыплет черемуха снегом

სერგეი ესენინი - შოთხვი ყვავილთა ფანტელებს აფრქვევს


შოთხვი ყვავილთა ფანტელებს აფრქვევს,
ლორთქო ბალახი კრიალებს ცვარით,
გნიასი გააქვთ მინდვრად ჭილყვავებს,
ხნულში ეძებენ ღივებს ბაჯბაჯით.
 
გადაზნექილა ბალახი ფარჩის,
ირგვლივ ფიჭვების ფისის სუნია,
აღმაფრენას მგვრის მდელოც, მუხნარიც,
თავბრუ მეხვევა გაზაფხულისგან.

იდუმალ ამბით ვილხენ და ვხარობ,
სულს ანეტარებს გრძნობა ციერი,
ფიქრით ვეხვევი ჩემს საპატარძლოს
და მარტოოდენ მისთვის ვიმღერი.

აფრქვიე, შოთხვო, ფანტელი ირგვლივ
და იჟივჟივეთ ჩიტებო ტევრში,
მერყევი ბიჯით, ანდა სირბილით
ველზე  მოვაბნევ ყვავილებს პერით.

13 სექტემბერი, 2016 წ.



Сергей Есенин - Сыплет черемуха снегом

Сыплет черемуха снегом,
Зелень в цвету и росе.
В поле, склоняясь к побегам,
Ходят грачи в полосе.

Никнут шелковые травы,
Пахнет смолистой сосной.
Ой вы, луга и дубравы,-
Я одурманен весной.

Радуют тайные вести,
Светятся в душу мою.
Думаю я о невесте,
Только о ней лишь пою.

Сыпь ты, черемуха, снегом,
Пойте вы, птахи, в лесу.
По полю зыбистым бегом
Пеной я цвет разнесу.

1910

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები