ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2016


ბოლო ლექსი

თევდორეს

არც რაღა აღარ მიხარის
არც რაღა აღარ მინდა,
აღარ ვარ შენი მზექალი,
აღარ დამყვები ფიქრად.

არც რაღას დაგეკითხები,
ჩემს გზა-ბილიკებს ვივლი,
ზარს მასწავლიან შურთხები,
ამიყოლებენ ტირილს.

სადაც არ უნდა მეძებო,
რა კლდის ნაპრალებს დახვალ,
თუ გინდა დევებს ებრძოდე,
მაინ ვეღარსად მნახავ.

მინდვრად დავსდევდი ოცნებებს,
სამყოფს ავშნებით ვრთავდი
რომ ვყოფილიყავ მძლევარი,
არც რა გულს მომიკლავდი.

არც ვისი აღარ მერქმევა,
არც ცისნამი ვარ შენი,
არც რაღა აღარ მიხარის,
არც რაღა აღარ მშვენის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები