ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: თარგმანი
14 სექტემბერი, 2016


პეპელა (იოსიფ ბროდსკი)

1.
ვთქვა, რომ მოკვდი?
მაგრამ განა რა იცოცხლე?
რამოდენა სევდას იტევს
ეს ხუმრობა შემოქმედის!
ძლივს წარმოვთქვამ:
"იცოცხლაო",
-ახლა,
როცა ხელში  გამეფანტე.
კიდეც მეუხერხულება
გავუქვითო  ეს ერთი დღე
იმ სათვალავს, მცირე ვადის,
განგებამ რომ მოგაკუთვნა.

2.
რა არიან დღენი ჩვენთვის?
- არაფერი!
ვერაფრით რომ დაამაგრებ,
თვალსაც კი ვერ დაანაყრებ
და მიქრიან უხილავი სხეულებით,
მათ უკან კი მკრთალი ფონი.
შენებრ სწრაფად წარმავალნი არიან
და  შენი წონაც,
ათჯერ უფრო ნაკლებებიც -
რომ გამოვთქვა
უფრო სწორად.

3.
არ არსებობ!
- ამას როგორ ვიტყვი?
როცა ხელში მყავხარ.
ფერებსაც ხომ
ვერ დავარქმევ არარსებულს.
ნეტავ ვისი კარნახით ხარ,
სინატიფევ, მოხატული?!
მე რომ ასე შემძლებოდა,
მობუტბუტე სიტყვის კონას -
ფერებისთვის ასე უცხოს,
წარმოსახვაც არ მეყოფა
ამ პალიტრის შესაქმნელად.

4.
თითქოს კალმით გამოსახეს
ეგ მწყაზარი თვალწამწამი -
ქალთამზის თუ ფრინველების.
ან იქნება პორტრეტი ხარ?
არ კი ვიცი, ვისი სახის ნაწილებით.
მიპასუხე:
ნატურმორტის რა ნაწილის,
რომელ ნამცეცს დაატარებ,
თანაც იქნებ დამიზუსტო,
ნივთების თუ ნაყოფების?
თევზაობის ნადავლსაც კი
გადააწყდა ჩემი თვალი.


5.
ან, პეიზაჟი ხარ იქნებ?
მე კი ლუპით - თითქოს საშვით,
ამ დიდებულ შენს სამყაროს ვეხები,
თან ვაკვირდები.
იქნებ შევძლო და ვიპოვო,
მოცეკვავე ნიმფები და
ჩემთვის უცხო ნაპირები.
მწუხრის სევდა ჭარბობს შენთან,
თუ დღის ნათელია მეტი?
ან რომელი მნათობია
მაგ შენი ცის ანდამატი?
ან ნატურა ვინღა იყო
დახვეწილი სილუეტით?

6.
მე ვფიქრობ
რომ  ყველას იტევ,
დაატარებ  ფრთებით შტიხებს
- ნივთის, სახის, ვარსკვლავების...
ვინ იყო ის იუველირი,
წარბშეუხრელ-შუბლგახსნილი
რომ გვიქმნიდა
შენს სამყაროს - უნიკალურს?
"აგვიყვანა" თითქოს ხელში
და გვამყოფებს სიგიჟეში...
სად შენ და სად ფიქრი შენზე?
-მეასედი მნიშვნელობით.

7.
რიღასთვის ხარ მოხატული,
ნუთუ მხოლოდ ერთი დღისთვის?
იმავ ნაყშით, ასე რომ ჰგავს
ტბათა მხარის შემოგარენს,
მისი სივრცის ჭრელი გამით.
შანსებსაც რომ აკარგინებ -
არსებობის მცირე ჟამით,
ყველას,
ვინც კი მოისურვებს
მის ბადეში ხვდებოდე და
უკვე მზერადატყვევებულს
თითებში უფართხალებდე.

8.
რომ ვერ მიპასუხებ ვიცი:
ეს არ არის მორიდება,
არც სიბრაზით მიჩუმდები,
მართალია უკვე მოკვდი,
არც  სიკვდილია მიზეზი,
რომც სუნთქავდე, ვერ შეძლებდი,
რადგან არავინ მოგმადლა
უნარები -
სიმღერის და თუნდაც ბგერის გაჟღერების,
შენივე ხმით რომ შეგემკო
ყველა წუთი მოკლე დღეთა -
რაც განგებამ გაიმეტა.

9.
კარგად თუკი დავფიქრდებით,
მერე რა,
რომ არ მოგმადლეს?
უკეთესიც არის ასე -
ვალი არ გექნება ზეცის!
მოკლე დღეთა
მსუბუქ პატრონს
რა გაქვს გულის დასაწყვეტი?
ხმა ხომ
ცალკე ტვირთი არის!
დაბალია მისი ფასი
სიცოცხლესთან შედარებით.

10.
შიშის მოუმწიფებლადაც,
სურნელოვან ყვავილედებს,
დაფარფატებ,
როგორც ფერფლი
და ვერ ხვდები როგორია
წარსულს და მომავალს შორის
დრო გხუთავდეს სასჯელივით.
ამიტომ ხარ ასე ლაღი,
როცა ველად ეძებ საკვებს,
ჰაერიც კი შემოგნატრის
და შენი ფრთის მონახაზით
თავად იღებს თითქოს ფორმებს.

11.
როგორც კალამმა არ უწყის,
სუფთა ფურცლის მეინახემ,
მის მიერვე მოქარგული
სტრიქონების ბედ-იღბალი,
სად სიბრძნე და მკრეხელობა
არეულან ერთმანეთში,
მხოლოდ თითებს მიენდობა
მშვიდად,
მელანმორაკრაკე,
უბრად ირხევა და ამით
ისე გემსგავსება!
თითქოს,
ნექტარს კი არ იღებდე და...
ბეჭებიდან ტვირთს იხსნიდე.


12.
ასე მოკლე სიცოცხლის  და
სილამაზის ალიანსი
ეჭვს ბადებს და ირიბ ფიქრებს,
რომ სამყარო შექმნილია
უმიზნოდ და უმიზეზოდ,
უფრო ნათლად რომ გამოვთქვა:
ჩვენ არა ვართ
"ის" მიზანი.
თუმცა ვიტყვი:
სამწუხაროდ!
არ არსებობს ინექცია
არც ბნელის და არც ნათელის
შესაცნობად.

13.
გაგაცილებ,
როგორც დღეებს ვაცილებ
და ჰე,
- მშვიდობით!
წარსულს  კვეცენ დავიწყებით! -
არსებობენ ასეთებიც,
მაგრამ აბა დაუკვირდი,
განა მათი ბრალია რომ
არ ჰქონიათ
ორისათვის განკუთვნილი სარეცელი,
გაუვალი სიზმრები და...
დღეები  კი  ღრუბლით სავსე!

14.
შენ ხარ გაცილებით მეტი,
ვიდრე არარსებობა
და მეტიც,
სიცარიელისა იქნებ და
და მეგობარი,
მაგრამ მაინც მშვენიერი
და ხილვადი.
შენი ნაზი ფრენით
მასაც ფრთებს ასხამ და ამით
იმსახურებ დამტკბარ მზერას,
ვით უნაზესი  სამანი
არსებულს და არარსებულს შორის.

Бабочка
 
Иосиф Бродский

I

Сказать, что ты мертва?
Но ты жила лишь сутки.
Как много грусти в шутке
Творца! едва
могу произнести
"жила" - единство даты
рожденья и когда ты
в моей горсти
рассыпалась, меня
смущает вычесть
одно из двух количеств
в пределах дня.

II

Затем, что дни для нас -
ничто. Всего лишь
ничто. Их не приколешь,
и пищей глаз
не сделаешь: они
на фоне белом,
не обладая телом,
незримы. Дни,
они как ты; верней,
что может весить
уменьшенный раз в десять
один из дней?

III

Сказать, что вовсе нет
тебя? Но что же
в руке моей так схоже
с тобой? и цвет -
не плод небытия.
По чьей подсказке
и так кладутся краски?
Навряд ли я,
бормочущий комок
слов, чуждых цвету,
вообразить бы эту
палитру смог.

IV

На крылышках твоих
зрачки, ресницы -
красавицы ли, птицы -
обрывки чьих,
скажи мне, это лиц,
портрет летучий?
Каких, скажи, твой случай
частиц, крупиц
являет натюрморт:
вещей, плодов ли?
и даже рыбной ловли
трофей простерт.

V

Возможно, ты - пейзаж,
и, взявши лупу,
я обнаружу группу
нимф, пляску, пляж.
Светло ли там, как днем?
иль там уныло,
как ночью? и светило
какое в нем
взошло на небосклон?
чьи в нем фигуры?
Скажи, с какой натуры
был сделан он?

VI

Я думаю, что ты -
и то, и это:
звезды, лица, предмета
в тебе черты.
Кто был тот ювелир,
что, бровь не хмуря,
нанес в миниатюре
на них тот мир,
что сводит нас с ума,
берет нас в клещи,
где ты, как мысль о вещи,
мы - вещь сама.

VII

Скажи, зачем узор
такой был даден
тебе всего лишь на день
в краю озер,
чья амальгама впрок
хранит пространство?
А ты лишаешь шанса
столь краткий срок
попасть в сачок,
затрепетать в ладони,
в момент погони
пленить зрачок.

VIII

Ты не ответишь мне
не по причине
застенчивости и не
со зла, и не
затем, что ты мертва.
Жива, мертва ли -
но каждой божьей твари
как знак родства
дарован голос для
общенья, пенья:
продления мгновенья,
минуты, дня.

IX

А ты - ты лишена
сего залога.
Но, рассуждая строго,
так лучше: на
кой ляд быть у небес
в долгу, в реестре.
Не сокрушайся ж, если
твой век, твой вес
достойны немоты:
звук - тоже бремя.
Бесплотнее, чем время,
беззвучней ты.

X

Не ощущая, не
дожив до страха,
ты вьешься легче праха
над клумбой, вне
похожих на тюрьму
с ее удушьем
минувшего с грядущим,
и потому
когда летишь на луг
желая корму,
приобретает форму
сам воздух вдруг.

XI

Так делает перо,
скользя по глади
расчерченной тетради,
не зная про
судьбу своей строки,
где мудрость, ересь
смешались, но доверясь
толчкам руки,
в чьих пальцах бьется речь
вполне немая,
не пыль с цветка снимая,
но тяжесть с плеч.

XII

Такая красота
и срок столь краткий,
соединясь, догадкой
кривят уста:
не высказать ясней,
что в самом деле
мир создан был без цели,
а если с ней,
то цель - не мы.
Друг-энтомолог,
для света нет иголок
и нет для тьмы.

XIII

Сказать тебе "Прощай"?
как форме суток?
есть люди, чей рассудок
стрижет лишай
забвенья; но взгляни:
тому виною
лишь то, что за спиною
у них не дни
с постелью на двоих,
не сны дремучи,
не прошлое - но тучи
сестер твоих!

XIV

Ты лучше, чем Ничто.
Верней: ты ближе
и зримее. Внутри же
на все сто
ты родственна ему.
В твоем полете
оно достигло плоти;
и потому
ты в сутолоке дневной
достойна взгляда
как легкая преграда
меж ним и мной.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები