ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2016


რა ჯ ო ბ დ ა

  ელვაზე  უფრო,
სწრაფი  აღმოჩნდა,
წყვილი  ოცნება  დასასრულივით,
შენ  ისე  სუსტი,
როგორც  ლერწამი,
სამაგიროდ, 
მე  კლდეს  ვლეწავდი.

/ / / / / / / / / / / / / / / / / / / / /

თეთრი  თოლია,
ისე  გულთბილად,
როგორც აგვისტოს
დილის  მზის  სხივი
გაწვა  ტალღებზე
ჩემთან  ერთად
და  დაიწყო რწევა  მოლხენით
ფიქრმა  და  თითქო
გაირინდა  აქაც  სმყარო
ჩემო  ოცნებავ
ჩუმო  დარდო
და  ტკივილებო
როგორ  გამხილოთ,
როგორ  გაგთქვათ,
რით  წარგადგინოთ.
ალბათ  აჯობებს,
  შეგადაროთ
შავ  ველურ  მაყვალს
ქორწილში  მისულ,
არგანწყობილ,
მოწყენილ  მაყარს,
ვერ  გაგასხვისებთ
მეცოდებით,  არ  მემეტებით,
რაც  სურთ  ფიქრობენ
ზოგი  წყალს  სცრის
და  ზოგი  ნაყავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები