ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2016


ბ ა რ ხ ა ტ ი ზღვაზე

ჩანს  სუსტი  ქარი,
მოცეკვავე,
ეგებება
მზის  ტალღებს  ზღვაზე
და  ცივ  ნაკადებს,
მიმოქცევით,
მთელ  სიგრძეზე
ზოლებად  აწვენს
და  ჩემს  ფიქრებსაც,
უნებართვოდ,
აბნევს
თეთრ  ბაფთებს.
რა საოცარი  იდილია,
სამაია
გემთა,  შლის  აფრებს.
თითქოს  ბავშვი  ვარ,
აქ  სამყაროც,
განდეგილად
ჰგავს  დედის  ზღაპრებს
და  მერე  ერთხანს,
გარინდული,
უდარდელა
მარგალიტებს
ზღვა  თვალებს  აფენს.
მე,  ზღვა  და  ზეცა,
ვწევარ,
ხელებს
ტალღებს  ზედ  ვახებ
და  ასე  შორით,
თვალხუჭელა,
თოლიათა
უსასრულოდ  გიგზავნი  მართვეს.
გარუჯულ  გემთა  გემბანებზე ,
ვალაგებ  მუზებს,
თან განუწყვეტლივ
ისევ  მათ  ვუმზერ
და  ზღვა  საშენოს,
თეთრ  ნიჟარებს,
ხელიდან  კვლავ,
ხედავ,  რომ  მართმევს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები