ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2016


დაუსრულებელი წყევლა

შენი ჯერია გაიფიქრო, ახლა პირაღმა
კადრები ნახო.
ბალანის ნაცვლად აბრეშუმი ამოგდიოდეს,
მხრებზე დანდური;
ქვიშა ცრემლებად მოგდიოდეს, სრესდე აგავას
გახსნილი ძვლებით;
დაფრუტუნობდე ულაყივით საუბრის შემდეგ,
დგომაც შეგეძლოს კვირის მიწურულს
ბადეს გამსხლტარი ჭანარის ნებით
ცერა თითებზე,
სხვა დანარჩენი მანც არ გქონდეს,
ცად გაეფანტოს წინა ღამით როცა მინდორში,
თვალების მალვით შეეფეთე როყიო ქარებს.
მწერებს ეძებდე, ატყვევებდე ფილტვის ორმოში
და უპირებდე ვულკანებთან გამოძინებას;
ნისლი გეფინოს ყვრიმალებზე გადამთიელის;
ფერდობებიდან პლანეტები ღორღით გივსებდნენ
სიცოცხლის ნაცვლად წარმოსახულ სიცარიელეს.
საკმარისია... ამოქოლე გამოქვაბული.
მაინც იწვიმებს შიგნიდან გარეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები