ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 სექტემბერი, 2016


შენ თუ არ წახვალ, მე წავალ...

ვივიწყებ  გონების აღმართებს
წინ მიდგას ციხე და  ხიდები
შენს სურვილს, მენახე არასდროს
ვასრულებ, გპირდები

სანთელი ალის წვერს უსწორებს
სიტყვებით არეულ სურვილებს
არც როდის  მექნება მე ფრთები
არც  შენი თვალებით ვიწვიმებ

დამწვარი ფრთებისგან რა რჩება
ორმაგი ფერფლი და  ტკივილი.
ჩემს წინ დგას სხვა ძალა...
გულს მაგლეჯს...
ციხესთან მივიკვლევ  ბილიკით...








კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები