ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
28 სექტემბერი, 2016


ზვიად გამსახურდიას მიერ 1989 წლის 9 აპრილს აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა როგორც ეროვნული ღალატის აქტი, ანუ ზვიად გამსახურდიას მიერ 1989 წლის 9 აპრილს აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნის მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ, 1989 წლის 9 აპრილსავე, დაკმაყოფილების შემთხვევაში აჭარის თურქეთის შემადგენლობაში უკან დაბრუნების სამართლებრივი შესაძლებლობის შესახებ

ზვიად გამსახურდიას მიერ 1989 წლის 9 აპრილს აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნა როგორც ეროვნული ღალატის აქტი,
ანუ
ზვიად გამსახურდიას მიერ 1989 წლის 9 აპრილს აჭარის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნის მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაუყოვნებლივ, 1989 წლის 9 აპრილსავე, დაკმაყოფილების შემთხვევაში აჭარის  თურქეთის შემადგენლობაში უკან დაბრუნების  სამართლებრივი შესაძლებლობის შესახებ



საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო მომსახურეების მიერ 1989 წლის 9 აპრილს ქალაქ თბილისში დარბეული იქნა ანტისაბჭოთა დემონსტრანცია, რის შედეგად ამ დემონსტრანციის ერთ-ერთმა მთავარმა ორგანიზატორმა ზვიად გამსახურდიამ „იდეისთვის წამებულის“ გვირგვინი შეიძინა (1989 წლის 9 აპრილის დემონსტრანციის სხვა ორგანიზატორები იყვნენ აგრეთვე მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები).

წინამდებარე სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ რას ითხოვდა 1989 წლის 9 აპრილს „იდეისთვის წამებული“ ზვიად გამსახურდია და  რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

რა შედეგები მოჰყვა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ავტონომიური სტატუსის  გაუქმებას და აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის  ფაქტიური გაუქმების მცდელობას,  ჩვენ უკვე ვიცით - საქართველომ  დაკარგა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი).

მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა 1989 წლის 9 აპრილს აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის  გაუქმებას, იმ პირობებში, როცა იმ მომენტში, 1989 წლის 9 აპრილს, არსებობდა მოქმედი 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის „ხელშეკრულება მეგობრობის შესახებ, ერთი მხრივ,  სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის, და მეორე მხრივ, თურქეთს, შორის, დადებული რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მონაწილეობით“, აგრეთვე იმ პირობებში, როცა არსებობდა მოქმედი 1921 წლის 16 მარტის „მოსკოვის ხელშეკრულება რუსეთს და თურქეთს შორის“.

ახლა ძალიან ცოტა ვინმეს თუ ახსოვს, რომ 1989 წლის 9 აპრილის თბილისის დემონსტრანციის მიზეზი იყო არა იმდენად ქართველების  მასობრივი სიყვარული დემოკრატიისადმი, არამედ აფხეზების ლიხნის შეკრება. 1989 წლის 18 მარტს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში აფხაზების 30 ათასიანმა სახალხო კრებამ  მოითხოვა, რომ  აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოსულიყო საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობიდან და  მინიჭებოდა საქართველოსგან დამოუკიდებელი საკავშირო რესპუბლიკის (აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსი) სტატუსი, ან შემოღებული ყოფილიყო “მმართველობის განსაკუთრებული წესი“.

1989 წლის 9 აპრილის თბილისის დემონსტრანცია ითხოვდა არა მეტ დემოკრატიას, არამედ პასუხობდა  აფხაზების ლიხნის სახალხო კრებას, ამიტომ თბილისის დემონსტრაციის მონაწილეებმა შურისძიების ნიშნად მოითხოვეს აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის  საერთოდ გაუქმება.

1989 წლის 9 აპრილის თბილისის დემონსტრანციის მთავარი მოთხოვნა იყო იმ მომენტში არსებული აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის  გაუქმება, და, ზვიად გამსახურდიას ჩაგონებით, თვითმარქვია აფხაზი-„აფსუების“ გადასახლება მათ ისტორიულ სამშობლოში, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში, იმის საფუძველზე, რომ, როგორც ზვიად გამსახურდიამ განაცხადა 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე, ნამდვილი აფხაზები არიან იგივე ქართველები, ხოლო სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება აფსუას ტომთან დაკავშირებით, აფსუა, ანუ აფსარნი, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური ადიღეული მოდგმის ტომი, და ამიტომ აფსუას ტომმა უნდა დაუთმოს აფხაზეთის მიწა-წყალი ქართველებს და უნდა წავიდეს მის ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში.


კერძოდ, ზვიად გამსახურდიამ 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე განაცხადა:

ციტატის დასაწყისი:

„აფხაზი ერი ისტორიულად არასოდეს არ არსებობდა. აფხაზეთი იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი, დასავლეთ საქართველოს სახელწოდება, და აფხაზები იყვნენ დასავლეთ ქართველები. ასე რომ აფხაზი ერი იყო ქართველი ერი იგივე, დასავლეთ ქართველი ერი, ხოლო ის ძველი ქრისტიანი აფხაზები, ქართველი აფხაზები, დღეს აღარ არსებობენ. მაგრამ სახელწოდება აფხაზი დღეს არასწორად იხმარება ამ აფსუას ტომთან დაკავშირებით. აფსუა, ანუ აფსარნი, ეს არის ჩრდილოეთ კავკასიური ადიღეული მოდგმის ტომი და ჩვენ არც ერთი ტომის, არც ერთი ტომების ჯგუფის თვითგამორკვევის წინააღმდეგნი არა ვართ, თუ ის ერად ქცევას ლამობს, მით უმეტეს, თუ მას აქვს ერის გარკვეული ნიშნები დღეს, ოღონდ მის ისტორიულ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში. თუ ეს ტომი თუ ტომები ამას შეიგნებენ, ჩვენ მათ ამოვუდგებით მხარში, ოღონდ იმ პირობით, რომ მათ უნდა აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა, და დაგვითმონ ჩვენი მიწა-წყალი, და დამკვიდრნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ“.

ციტატის დასასრული.


(ზვიად გამსახურდიას სიტყვა ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით)

(იხ. ზვიად გამსახურდიას საჯარო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი 1989 წლის 9 აპრილის წინა დღეებში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინა გამართულ მიტინგზე, ინტერნეტ-საიტზე https://www.youtube.com/watch?v=Wq_LTL9CcxM)


1992 წლის 2 იანვარს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გადაყენებული იქნა ხელისუფლებიდან.

საინტერესოა, რომ 1992 წლის 14 აგვისტოს, როცა აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დილის 7 საათზე უკვე დაწყებული იყო, იმყოფებოდა რა დევნილობაში, ზვიად გამსახურდიამ გამოსცა განცხადება, რომელშიც მის მიერ მანამდე „აფსუას ტომად“ სახელდებულებთან დაკავშირებით განაცხადა სრულიად საწინააღმდეგო, „დიდმა სტრატეგმა“  ზვიად გამსახურდიამ ისინი დაასახელა უკვე როგორც „აფხაზი ხალხი“, და მოუწოდა “ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს“ გენოციდისგან დაეცვა მცირერიცხოვანი „აფხაზი ხალხი“, რომელსაც, მისი განცხადებით, სრული განადგურებით ემუქრებოდა შევარდნაძის ბანდები, კერძოდ, ზვიად გამსახურდიამ განაცხადა:

ციტატის დასაწყისი:

„საქართველოს დანაშაულებრივი სამხედრო ხუნტის მეთაურმა შევარდნაძემ დაიწყო ფართომასშტაბიანი დამსჯელი ოპერაციები აფხაზეთში. საბაბად ამისა გამოყენებულ იქნა ხუნტის დამსჯელების დაკავება დასავლეთ საქართველოში, შინაგან საქმეთა თვითმარქვია მინისტრისა და მისი დამქაშებისა, რომლებიც თითქოსდა და აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. სინამდვილეში შევარდნაძის უკანონო რეჟიმი მიზნად ისახავს ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლების დამხობას და ქართველებს და აფხაზებს შორის ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, რაც იმპერიის დიდი ხნის მიზანს წარმოადგენს. ნიშანდობლივია, რომ მოსკოვის ტელევიზია ცდილობს ამ სისხლიან აქციაზე ბრალი მთლიანად კიტოვანს დააკისროს, რომელიც თითქოსდა არ ემორჩილება შევარდნაძეს. სინამდვილეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შევარდნაძე განუწყვეტლივ გამოდიოდა საქართველოს ტელევიზიით და ემუქრებოდა აფხაზეთს, რომ ყაზბეგიდან ლესელიძემდე დააყენებს ჯარებს და დაამყარებს წესრიგის. მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს გენოციდისგან დაიცვას  მცირერიცხოვანი, მრავალტანჯული  აფხაზი ხალხი, აფხაზეთის ქართული მოსახლეობა. მტკიცეთ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა“.

ციტატის დასასრული.


(ზვიად გამსახურდიას განცხადების ტექსტი ჩაწერა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ აუდიო ჩანაწერის მიხედვით)

(იხ. ზვიად გამსახურდიას განცხადების აუდიოჩანაწერი, რომელსაც დიქტორი კითხულობს, ინტერნეტ-საიტზე  https://www.youtube.com/watch?v=lAsWoADjgs4  ტექსტის წამკითხველი დიქტორის სიტყვით, ტექსტი გამოქვეყნებული იყო გაზეთში „ქართული აზრი“ №28, 1992 წლის 28 აგვისტო)


ჩემო ქართველო ხალხო,

დაფიქრდით, გაიაზრეთ, ზვიად გამსახურდიამ თავის 1992 წლის 14 აგვისტოს განცხადებაში რა თქვა. „დიდმა სტრატეგმა“ ზვიად გამსახურდიამ, მიმართა რა “ქართველ ხალხს, კავკასიის ხალხებს, მთელი მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს“, მრავლობითი რიცხვის პირველ პირში მოუწოდა მათ, ანუ სხვებთან ერთად „კავკასიის ხალხებს“: „მტკიცეთ მოვიგერიოთ შევარდნაძის დამსჯელი ბანდები და გამოვაშკარაოთ მისი გენოციდისა და ძარცვის მტაცებლური პოლიტიკა“.


მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ 1992 წლის 21 თებერვალს საქართველოს დროებითმა სამხედრო საბჭომ, რომელმაც 1992 წლის 2 იანვარს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების საშუალებით დაამხო, მიიღო დეკლარაცია  1921 წლის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის პრიორიტეტის შესახებ და საქართველოს რესპუბლიკის გადასვლის შესახებ 1921 წლის  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაზე.  ამის საპასუხოდ 1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთმა 1978 წლის აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება შეწყვეტილად გამოაცხადა და აღადგინა 1925 წლის აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც შეიცავდა მითითებას აფხაზეთის და საქართველოს სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ, რაც საქართველოს ანტისაბჭოთა ოპოზიის, მათ შორის ზვიად გამსახურდიას, მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებად აღიქვა.

ანუ, „დიდი სტრატეგის“ ზვიად გამსახურდიას ლოგიკით,  გამოდიოდა, რომ ის  1992 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით სეპარატისტული  თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი აფხაზეთის ხელისუფლებას კანონიერად აცხადებდა.

რაც შეეხება „დიდი სტრატეგის“ ზვიად გამსახურდიას მიერ „კავკასიის ხალხებისადმი“ მიმართვას, „მტკიცეთ მოვიგერიოთო“ საქართველოს შეიარაღებული ძალები (მის მიერ სახელდებული როგორც „შევარდნაძის დამსჯელი ბანდები“), დღეს უკვე საყოველთაოდ არის ცნობილი, თუ რა მოჰყვა „დიდი სტრატეგის“ ამ სიტყვებს, - დაიღუპა ათეულობით ათასი ადამიანი.

დღეს ცდილობენ როგორღაც საერთოდ არ გაიხსენონ  1989 წლის 9 აპრილის თბილისის დემონსტრანციის მთავარი მოთხოვნების შესახებ. ანუ, 1989 წლის 9 აპრილის თბილისის დემონსტრანციის მორიგ წლისთავს აღნიშნავენ ყოველ წელიწადს, მაგრამ ამ დემონსტრანციის მთავარი მოთხოვნების შესახებ კრინტსაც არ ძრავენ, ჯიუტად არ უნდათ იმ დოკუმენტური ფოტოების გახსენება, რომლებზეც გამოსახულია პლაკატები აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის  გაუქმების მოთხოვნით, აგრეთვე ჯიუტად არ უნდათ იმ დოკუმენტური ფოტოების გახსენება, რომლებზეც გამოსახულია პლაკატები აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის  გაუქმების მოთხოვნით, აგრეთვე ჯიუტად არ უნდათ იმ დოკუმენტური ფოტოების გახსენება, რომლებზეც გამოსახულია პლაკატები სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ავტონომიური სტატუსის  გაუქმების მოთხოვნით.

1989 წლის 9 აპრილის თბილისის დემონსტრანციის მონაწილეებმა, რომლებიც ზვიად გამსახურდიის ჩაგონებით ითხოვდნენ აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის  გაუქმებას, როგორც სჩანს, არ იცოდნენ, ხოლო ზვიად გამსახურდია ვერ აცნობიერებდა,  1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულების მე-6 მუხლის შინაარს, რომლის თანახმად:

„თურქეთი თანახმა არის საქართველოს დაუთმოს სიუზერენიტეტი ქალაქ ბათუმსა და ბათუმის პორტზე, და იმ ტერიტორიებზე... რომლებიც ბათუმის ოლქს შეადგენენ... იმ პირობით, რომ... ტერიტორიის მცხოვრებლები... ისარგებლებენ ფართო ავტონომიით ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ყოველი თემისთვის მის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს“.

აღსანიშნავია, რომ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებამ ამიერკავკასიის რესპუბლიკებზე (სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაზე, აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაზე და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაზე) განავრცო 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების დებულებები, კერძოდ, მოსკოვის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოქმედება, რომლის თანახმად:

„თურქეთი თანახმა არის საქართველოს დაუთმოს სუვერენიტეტი ქალაქ ბათუმსა და ბათუმის პორტზე, და იმ ტერიტორიებზე... რომლებიც ბათუმის ოლქს შეადგენენ... იმ პირობით, რომ... ტერიტორიის მცხოვრებლები... ისარგებლებენ ფართო ავტონომიით ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს ყოველი თემისთვის მის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს“.

1989 წლის 9 აპრილს, „დიდი სტრატეგის“ ზვიად გამსახურდიის მოთხოვნების შესაბამისად, გაუქმებული რომ ყოფილიყო აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსი, მაშინ თურქეთი მიიღებდა იმის სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ უკან დაებრუნებინა ქალაქი ბათუმი და ბათუმის ოლქი, ანუ მთელი აჭარა.

ქართული ანტისაბჭოთა ოპოზიციის, მათ შორის ზვიად გამსახურდიას, აზრით, 1989 წლის 9 აპრილის მდგომარეობით, საქართველო ოკუპირებული და შემდგომ ანექსირებული იყო რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის) მიერ.

თუ ვივარაუდებთ, რომ ქართული ანტისაბჭოთა ოპოზიცია მართალი იყო, და საქართველო ოკუპირებული და შემდგომ ანექსირებული იყო რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის) მიერ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ მესამე სახელმწიფოებთან დამოკიდებულებაში მოქმედებდა ის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც დადებული იყო ამ მესამე სახელმწიფოების მიერ რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკასთან (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირთან), და თუ ეს საერთაშორისო ხელშეკრულებები ითვალისწინებდა გარკვეული პირობის დადგომისას რაიმე ტერიტორიების გადაცემას, მაშინ ეს ტერიტორიები უნდა გადაცემულიყო. ამ დროს, რა თქმა უნდა, არავინ ოკუპირებული და შემდგომ ანექსირებული ტერიტორიების აზრს არ გაითვალისწინებდა, ამიტომ ჰქვია ოკუპირებულ  და ანექსირებულ ტერიტორიებს ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები.

ანუ, არავინ, მათ შორის არც ზვიად გამსახურდია, ეჭვის ქვეშ არ აყენებდა, რომ 1989 წლის 9 აპრილის მდგომარეობით, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისთვის, მოქმედებდა როგორც 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება, ისე 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულება.

ზვიად გამსახურდიას რომც განეცხადებინა, რომ 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულება არანამდვილი იყო იმის საფუძველზე, რომ საქართველო ოკუპირებული და შემდგომ ანექსირებული იყო რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის) მიერ, მაინც, იმოქმედებდა  1921 წლის 16 მარტის „მოსკოვის ხელშეკრულება რუსეთს და თურქეთს შორის“, რომლის თანახმად, თურქეთი თანახმა იყო დაეთმო აჭარა საქართველოსთვის, რომელიც, ზვიად გამსახურდიას განცხადების თანახმად, იყო რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის) ნაწილი, რადგან ოკუპირებული და შემდგომ ანექსირებული იყო რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის) მიერ, იმ პირობით, რომ მოსახლეობა ისარგებლებდა ფართო ავტონომიით, ხოლო ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, ანუ, თუ გაუქმებული იქნებოდა აჭარის ავტონომიური სტატუსი, მაშინ თურქეთი მიიღებდა სამართლებრივ საფუძველს, რომ მოეთხოვა აჭარის უკან დაბრუნება.

მიუხედავად ამისა, 1989 წლის 9 აპრილს „დიდმა სტრატეგმა“ ზვიად გამსახურდიამ მაინც მოითხოვა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ავტონომიური სტატუსის გაუქმება, რასაც შეეძლო გამოეწვია საქართველოდან აჭარის განცალკავება და თურქეთის შემადგენლობაში დაბრუნება.

რა იყო ეს?

ეროვნული ღალატის აქტი?

თუ ეს არ იყო ეროვნული ღალატის აქტი, მაშინ რა იყო ეს?

შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უფრო მძიმეა?



P.S.
წინამდებარე სტატიის მიზანი არის სამართლებრივ საკითხებში გაურკვეველი კეთილსინდისიერი მოქალაქეებისთვის საქმის გარემოებების განმარტება, აგრეთვე თურქეთის სპეცსამსახურების აგენტებისა და  სამშობლოს გამყიდველების (მათ უმრავლესობას საქართველოს ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველა შეიარაღებულ აჯანყებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათმა უმრავლესობამ ერთმანეთი სუკის აგენტებად უკვე გამოაცხადა, ხოლო ზვიად გამსახურდიამ ისინი ყველანი ერთად სუკის აგენტებად გამოაცხადა,  მათი ცხოვრების წესი უსინდისო ტყუილების ბოდვაა, დააკვირდით მათი ნაჯღაბნების ფაქტებთან და ელემენტარულ ლოგიკასთან შეუსაბამობას, მათ უმრავლესობას წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არა აქვს, მაგალითად, ადვოკატთა საერთო სიაში კონკრეტული გვარის ამოკითხვის უნარი არა აქვთ, მათთვის სამშობლო ყველაზე დიდი გამოგონება არასდროს ყოფილა; ჩემო ქართველო ხალხო, დააკვირდით, ამ მატყუარებს და ზვიად გამსახურდიას მიერ სამშობლოს მოღალატეებად სახელდებულებს  უნარი არა აქვთ რაიმე კონკრეტული ფაქტი დაასახელონ ჩემს სტატიაში მოყვანილი ფაქტების უარსაყოფად) გამოაშკარავება,  რომლებიც ძირითადად თურქეთის სპეცსამსახურების  ჩაგონებით,  1989 წლის 9 აპრილს ითხოვდნენ, და ახლაც ითხოვენ, აჭარის ავტონომიის გაუქმებას, რასაც  1989 წლის 9 აპრილს, იმ მომენტში მოქმედი 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებისა და 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებელია შედეგად მოჰყოლოდა, და ახლაც შეიძლება მოჰყვეს, აჭარის მისაკუთრება თურქეთის მიერ.





კახაბერ როდინაძე
ადვოკატი, სიითი ნომერი 4840
ბათუმი, აჭარა, საქართველო
28.09.2016

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს