როგორ გინდა დაემალო განათებულ ღამეს, მთვარიანში,ერთი ჩუმი მოწყენილი დაბის? ვზივარ,როგორც გალიაში და ვაპარებ თვალებს, გოგოს.ისე,მორცხვი ჩანს, რომ სიგრძე ზღუდავს კაბის.
დადის ნელა კაკაბივით, შესამჩნევი მკერდით, ტუჩზე ფრიად მოწითალო და ელვარე საცხით. მაგრამ მერე რა ხეირი? - დაუსკუპდა გვერდით, ვიღაც ,,მოზვერს" , ვაღიარე ხელად ჩემი მარცხი.
მზად ვარ, დოქით დავეწაფო ჩაციებულ ციცქას, მზად ვარ, ღვინით გავიქარვო მოწოლილი ცეცხლი, მზად ვარ, ასე მოვერიო მოკისკისე ციცქნას, მზად ვარ, ასე დავივიწყო გამოხედვა მერცხლის.
ლიხს იქეთო,მარტო შენ თუ დამიგებდი მახეს, დაგეხსნები...მაგრამ მიმაქვს ვარამი და ურვა. სულზე მაინც მერამდენედ მირტყამს ვიღაც სახრეს, იმ დალოცვილ იმერეთში...იმერეთში თუ ვარ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კი საამური ლექსია. კი საამური ლექსია.
5. კარგია, მაგრამ ,,მოოზვერი,, ცუდად მომხვდა ყურში)) კარგია, მაგრამ ,,მოოზვერი,, ცუდად მომხვდა ყურში))
4. მშვენივრად დაგიწერია, ხალასად და სუფთა გულით, როგორც იცი ხოლმე. 5.
მშვენივრად დაგიწერია, ხალასად და სუფთა გულით, როგორც იცი ხოლმე. 5.
3. უყურე ახლა შენ, ამოალაგებს ქერა ქალებს ძველი ყუუთიდან :D უყურე ახლა შენ, ამოალაგებს ქერა ქალებს ძველი ყუუთიდან :D
2. ხალასი ლექსია, მიყვარს იმერეთი, ჩემი დედულეთია.
5 ხალასი ლექსია, მიყვარს იმერეთი, ჩემი დედულეთია.
5
1. ახლებს ვეღარ ვწერ და მივადექი სიყმაწვილისდროინდელ მაიმუნობებს, გამეორება ცოდნის დედააო.აღარც მახსოვდა:)
ახლებს ვეღარ ვწერ და მივადექი სიყმაწვილისდროინდელ მაიმუნობებს, გამეორება ცოდნის დედააო.აღარც მახსოვდა:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|