ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2016


თვალებს წარსულში რომ ვიბრუნებდე (გიას)

თვალებს წარსულში რომ ვიბრუნებდე,
როგორც მახსოვრობას,
დაგინახავდი ჩემს ჭიშკართან
უხერხულად მდგარს...
დაგიძახებდი, შემოდი მეთქი,
მაგიდაზე არაყს და ხილს დაგიწყობდი და
მოპირდაპირე მხარეს
მე დავჯდებოდი.
მაგიდას იდაყვებით დავეყრდნობოდი და თვალებში შემოგხედავდი,
რომლის იდუმალი ფერი მუდამ მატყვევებდა...
თვალებს წარსულში რომ ვიბრუნებდე,
დაგინახავდი ჩემს სამსახურში მოსულს
ყავით და ლიქიორით,
რომელსაც მერე თავად დალევდი ჩემს თანამშრომლებთან ერთად
და შესაშური მიამიტობით მთხოვდი:
ყავა მომიდუღეო.
თვალებს წარსულში რომ ვიბრუნებდე...
მაგრამ ვერ გხედავ...
ჩვენ შორის არსებული სქელი ნისლი მიფუჭებს მხედველობას და
თვალები არა, სული მტკივა და
სული მეწვის...
შენ წარმოიდგინე, ტირილიც ცოდნია სულს და
მე რომ მგონია, ცრემლებია,
თურმე სულის სისხლია -
უფერული და მლაშე...
თვალებს რომ წარსულში ვიბრუნებდე,
როგორც მახსოვრობას,
დაგინახავდი...
ახლა მხოლოდ გგრძნობ
და ჩემი სხეულის ყველა უჯრედს ზუსტად ისე ენატრები,
როგორც მზე, რომლის გარეშე
მკვდარივითა ვარ...
მაგრამ შენ ჩემს სულში მარადიული მზე აანთე,
რომელსაც დრო ვერასოდეს ჩააქრობს...
თვალებს რომ წარსულში ვიბრუნებდე - ვნატრობ და...
შენ წარმოიდგინე,
ვიბრუნებ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები