ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2016


ღ ა მ ი ს მ წ ყ ე მ ს ე ბ ი

ტკივილი  წვეთავს,
ახლა  გულში  და  სისხლს  ერევა,
ვერ  მოისვენეს, 
ვერ  მოხუჭეს  თვალი  ბერებმა,
გრძელ  გზას, 
ბავშვობა  მიუძღვის  წინ
ვარდის  ფერებად,
თბილი ცრემლები ,
შარა  გზაზე  მისდევს  მწყემსებად,
ეს  ღამეც,
სულზე ,  როგორც,  ტყვია  შემომეხლება,
აქვე  ძეწნები,
ჩემი  სულის  მტკიცე  ძეწნები
დგებიან,  წუხან  და  სხეულზე  მეტმასნებიან,
ქრება  სიმშვიდე,
უკანასკნელ  კუმეტს  აკმევენ,
გარიჟრაჟდება,
ინათებს  და  ალბათ,  ჩემი  მზე,
ჩემთან მოვა  და 
პირმცინარე  მომეფერება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები